კაბები 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები 2020, 24 მარტი, 11:03 კაბა შეუცვლელი სამოსია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ქალბატონი და საქალბატონე, ნამდვი ლამაზმანად აქციოს. სწორედ კაბა წარმოაჩენს სუსტი სქესის წარმომადგენელს უფრო მეტად ქალურად და მიმზიდველს ხდის მამაკაცისთვის. ხოლო, ის რომ მამაკაცს ქალი კაბაში უფრო მოსწონს, ვიდრე შარვალში — უკვე დიდი ხნის წინ ცნობილი ფსიქოლოგიური ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ კაბა მოდიდან არასდროს გამოვა და ამიტომ, გავეცნოთ იმ მოდელებს, რომლებიც ცხელ სეზონზე ყველაზე ტრენდული იქნება: გადადებული მოდელი კაბა შეიძლება მაქსი, მიდი ან მინი იყოს, მაგრამ ეს მოდელი, ყველა ვარიანტში, მოდაში იქნება. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის მშვენივრად ერგება ნებისმიერ ფიგურას. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ძალიან კომფორტულია. ძვირფასი ქსოვილის მოდელი კაბა იმდენად კარგად გამოიყურება, რამდენადაც ძვირია ის ქსოვილი, რომლითაც ის არის შეკერილი. თუ მომგებიანი შენაძენის გაკეთება გინდათ, ფული ძვირიანი და ხარისხიან კაბაზე დახარჯეთ. ასეთი სამოსი წლების მნძილზე შეგიძლიათ ატაროთ და ის, ყოველთვის მოდაში იქნება. არჩევანი აბრეშუმზე, შიფონზე, ნაქარგიან ქსოვილებზე გააკეთეთ და ყოველთვის შეუდარებელი იქნებით. შავი კაბა «ყველა ქალბატონის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს პატარა შავი კაბა» — კოკო შანელის ეს ფრაზა უკვდავ კლასიკად იქცა. შავი კაბა ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის მოდურად გამოიყურება. ის ეფექტურიც არის და გამონაკლისების გარეშე, თითქმის ყველას უხდება... და რადგან საუბარი, ამ შემთხვევაში, ზაფხულზეა, — დიზაინერები, ცხელი სეზონისთვის, თეთრი მაქმანებით გაფორმებულ მოდელებს გვთავაზობენ. ტყავის კაბა
თუ ცხელა, – ჩაცმა შეუძლებელია. ხოლო, თუ ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა, ტყავი სიცივეს ატარებს და ამ სიტუაციაში, მოსაცმელი ან მოსასხამი აუცილებლად დაგჭირდებათ. მოდელი სეკინებით
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:2020 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის მოდური ფერები და ტენდენციები კარე–კასკადი – წლევანდელი წლის ყველაზე პოპულარული ტრენდი და ვარიანტები არხის სხვა სიახლეები:
1. მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები 2. ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს 3. ბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს 4. ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები) 859 1-ს მოსწონს 1-ს არა
|