შოუბიზნესი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-12 ცერემონიალი წარმატებით დაგვირგვინდა 2011, 23 დეკემბერი, 11:06 მადლობა - სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა სცენიდან
1999 წელს დაარსებული საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია "მეგა" - 2011 წლის 20 დეკემბერს უკვე მე-12 ჩატარდა და ტრადიციულად დაგეგმილ ფორმატში: - მან, ერთ სცენაზე და ერთ სივრცეში გააერთიანა ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, ნაცნობი და უცნობი სახეები, ტრადიციულად მხოლოდ "მეგას" დაჯილდოებაზე შეიძლება იხილოთ ერთ სცენაზე - ქართული ფოლკის, როკის, რეპის, ოპერის, ჯაზის წარმომადგენლები - რადგან, ეს ერთადერთი პოზიტიური ცერემონიალია, რომელიც ყოველი წლის შედეგებს ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე აჯამებს
მერაბ სეფაშვილი (საუკეთესო ბრენდ-მომღერალი): - მადლობა, ეს ყველაზე მინიმალურია რისი თქმაც შემიძლია "მეგას" ორგანიზატორებისათვის, რადგან ეს ადამიანები ამდენი წელია თავდაუზოგავად ემსახურებიან ქართველ ხელოვანებს, ყველანაირად ცდილობენ და გამოსდით კიდეც, ამ ადამიანების გახარება. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო "მეგას" და შესაბამისად ხალს, რადგან წელს მე მერგო ამ ტიტულის "მეგა", ყველას მოვუწოდებ და ყველას ვთხოვ - გვერდში დაუდგნენ ბესო ჩუბინიძეს, რადგან ასეთი ღონისძიება გაცილებით მაშტაბური და გრანდიოზული უნდა იყოს, "მეგა" იმსახურებს ამას, და კიდევ ერთხელ მადლობა... მადლობა, ეს, ის სიტყვაა რაც ყველაზე მინიმალურად გამოხატავს ჩემს ემოციას! .
ეთერ კაკულია (წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი): - მე "მეგაზე" პირველად არ ვარ და ვიმედოვნებ არც უკანასკნელად (იცინის), გადაწყვეტილი მაქვს, რომ 102 წლის სანამ არ გავხდები ყველა "მეგაზე" მოვახერხო პრიზის აღება, რადგან თქვენ არ იცით ეს რამხელა სიხარულია და რამხელა სტიმულია ჩვენთვის! ბესოს სცენაზე დავპირდი, რომ მიშა სააკაშვილს აუცილებლად ვეტყვი მის შესახებ, რომ ამ ადამიანს დაეხმაროს, რადგან ეს, რომ მან იცოდეს ბესო ჩუბინიძეს ყველანაირად ხელს შეუწყობდა, - აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის ნიჭით, მონდომებით და დღემდე ვერ მივმხვდარვარ საიდან აქვს ამხელა ენერგია, რომ ამდენი ადამიანი ერთდროულად გაახაროს, მერე ამ ყველაფრის ორგანზიება გააკეთოს და მერე კიდე თავად გაუძღვეს ამ ყევლაფერს?! მოკლედ - მე პრეზიდენტს უნდა ვთხოვო, რომ ამ ადამიანს მიხედოს - რადგან მას გამოსდის ადამიანების გახარება და სტიმულის მიცემა! .
აღსანიშნავია, რომ "მეგას" ცერემონიალს ტრადიციულად არ ქონია არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერა და რომ არა კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მინიმალური (!) დახმარების წყალობით უზრუნველყვეს ღონისძიების ორგანიზება, საკითხავია - იქნებოდა კი ამდენი ერთად (!) გახარებული ადამიანი ერთ დარბაზში შეკრებილი? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "მეგას" დაჯილდოების დაწყებამდე მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში დილიდან დენი არ იყო და ღონისძიების დაწყებამდეც სამჯერ წავიდა და მოვიდა :) - წარმოგიდგენიათ რა ძალისხმევა დასჭირდათ ორგანიზატორებს, რომ ყველაფერი რაც მანამდე მძივებივით ქონდათ აწყობილი, არ ჩაშლილიყო... ბევრი ნათენები ღამე, 2 კაპიკის სპონსორობაზე ფირმიდან ფირმაში სირბილი, კულრურის სამინისტროდან მერიაში, მერიიდან საკრებულოში, საკრებულოდან ახალგაზრდობის (!) სამინისტროში - თხოვნები, განცხადებები, წერილები და ყველაფერი ფორმალურად :) რადგან როგორც "მეგას" ორგანიზატორი აცხადებს - ის რესურსი რითაც ჩვენ "მეგას" ვატარებთ, სხვა საპროდიუსერო კომპანიებისთვის ალაფურშეტების ფულია :):), მთავარი ჩვენთვის - მიზანია, მიზანი კი ერთია - ის, რამაც დროში გამოცდა გაიარა არ გავყინოთ, და სანამ მექნება ამის ძალა ყოველთვის ვეცდები "მეგამ" მაშტაბებიც დაიბრუნოს და პომპეზურობაც, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს, ამიტომ მთავარი ისაა, რომ ადამიანებს მადლობის გადახდის კულტურა უბრუნდებათ! ბესო ჩუბინიძე ("მეგას" დამაარსებელი): - უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო ხობის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდს და მის პრეზიდენტს ბატონ გოდერძი ბუკიას, ასევე ქალბატონ ნაზი ალასანიას, კოსმეტიკურ კომპანია "ორიფლეიმს" რომელმაც საჩუქრებით უზრუნველყო ყველა ნომინანტი, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო სარეკლამო კომპანია "დეიზის" ახალგაზრდა კოლექტივს, ასევე დიზაინერ ნანა მელქაძეს, მოდის სახლ "მაქმანს" რომელმაც ამ საღამოს ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა და როგორც აღმოჩნდა წარმატებულად :), მადლობა უნდა გადავუხადო ევროპული ბეწვეულის და ტანისამოსის მაღაზია "მოდარტს", მექსიკურ რესტორან "მეხიკოს", ფოტო-სტუდია "სმიტ-სტუდიოს" და ნათია და ირაკლი გედენიძეებს, რომლებმაც ისტორიას შემოუნახეს მე-12 "მეგას" სახეები... . ორგანიზატორის ამ ორაზროვან ფრაზებში ალბათ ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, თუმცა ფაქტი ერთია - ყოველი წლის დაჯილდოების" ცერემონიალის შემდეგ სიტყვები - ეს "მეგა" გაცილებით სჯობდა წინასო! - უკვე ტრადიციად იქცა :) - მიუხედავად იმისა, რომ "მეგა" არც დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება და არც რომელიმე სატელევიზო არხის მუდმივი რეკლამირების ბადეში ზის :) დანარჩენს კი ყველაზე კარგად ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო-რეპორტაჟი მოგიყვებათ ნომინაციები და გამარჯვებულები, და ასევე ფოტო-რეპორტაჟი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალიდან . საუკეთესო კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძე წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი - ეთერ კაკულია საუკეთესო ბრენდ-მომღერალი - მერაბ სეფაშვილი საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი - ნატო გელაშვილი ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი - თამარ მეჭიაური ახალი თაბის ვარსკვლავი - გოგა მესხი ქართული როკი - კაკო ვაშალომიძე წლის საუკეთესო იმიჯი - მარკო მეტრეველი წლის აღმოჩენა - ნინი გოთოშია პოპულარული რეპ-შემსრულებელი - მასტერი წლის პოპულარული ტელე-შოუ - “100 გრადუსი ცელსიუსი” “მეგას” ლაურიატი - ანი ადუაშვილი “მეგას” ლაურიატი - თორნიკე ჩუბინიძე საუკეთესო საბავშვო სტუდია - ლურჯა ცხენები საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი - “უნივერსიტეტი 2” ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის - ნიკა წულუკიძე ყველაზე წარმატებული პროექტი - "ქენდი ევროვიზია" წლის კლიპ-ნამუშევარი - პაატა თედიაშვილი წლის რემიქსი - ჯგუფი "სეიშენი" "სახის" სიმღერით წლის ვოკალისტი - ნინი შერმადინი წლის პოპულარული სიმღერა - ჯგუფი "მირაჟი" - "წყაროზე" წლის ჩანგალი - გია ჯაჯანიძე 63 2-ს მოსწონს
|