x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
ექვსი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა კონტრაცეპტივების შესახებ - ხელმისაწვდომი, ადვილად გამოყენებადი... ღირს თუ არა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ნდობა?
ზოგიერთი ქალი ეჭვის თვალით უყურებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი შესაძლოა გახდნენ წონაში მატების მიზეზი, უარყოფითი გავლენა მოახდინონ ლტოლვაზე ან
დაორსულების უნარზე.

არაერთგვაროვან რეპუტაციას ჰორმონალური კონტრაცეპტივები უნდა
უმადლოდენ პირველი თაობის ტაბლეტებს, რომლებიც დიდი დოზით შეიცავდნენ ჰორმონებს. მას შემდეგ კონტრაცეპცია განვითარდა, თუმცა ჰორმონალურ საშუალებებს გააჩნია რიგი ნაკლი-როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოემოციური. მათი შესწავლით შესაძლოა ამ მეთოდის უფრო ეფექტურად და უსაფრთხოდ გადაქცევა, იმ შეგნებით, რომ ეს პანაცეა არ არის.

image

ბევრ ქალს აწუხებს საკითხი ტაბლეტების გავლენის შესახებ რეპროდუქციულ უნარზე, მომავალში დაფეხმძიმებაზე.


ჩასახვის უნარი სრულად აღდგება კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ექიმების დაკვირვებით, ქალების 100% -ს
უბრუნდება ბუნებრივი ციკლი 1-3 თვის განმავლობაში.

ამ შიშს უფრო ფსიქოლოგიური ბუნება აქვს, რადგან გვეჩვენება, რომ
ტაბლეტების მიღებით მამაკაცებს დავემსგავსებით. ზოგჯერ ქალებს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. თუკი მას ეცოდინება, რომელი ტაბლეტი როგორ მოქმედებს მის ორგანიზმზე, შიშიც აღარ გაუჩნდება.

2. ტაბლეტების ნაკლი -ყოველდღიური მიღების
აუცილებლობა, რაც დისკომფორტს ქმნის

თუ სექსით არარეგულარულად ხართ დაკავებული, ტაბლეტების
ყოველდღიური მიღება გაღიზიანებას იწვევს. ამ დროს მიმართეთ სხვა საშუალებებს. არსებობს ჰორმონების დაბალი დოზის შემცველი საშუალებები (საშვილოსნოს შიდა ან კანქვეშა იმპლანტანტი), რომელსაც 3-5 წლის ვადა აქვს, თუმცა მათი ამოღება
ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ

3. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ჰორმონალური
კონტრაცეპტივები წონის მატებას იწვევ

სწორად შერჩეული ტაბლეტი წონაზე გავლენას არ ახდენს. ამის
მიზეზი შესაძლოა იყოს ორი: სითხის დაგროვება და მადის მატება. ჰორმონალური კონტრაცეპტივები შექმნილია პრინციპით ორსულობის იმიტაცია, ამიტომ თეორიულად ინდივიდუალური გვერდითი მოვლენები შესაძლებელია. თუ მათი მიღების ფონზე მატულობს შეშუპება და მადა, არჩეული საშუალება შეუფერებელია და უნდა შეცვალოთ

4. ზოგიერთი მოსაზრებით, ჰორმონალური კონტრაცეპცია ზრდის მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის რისკს
მსგავსი მონაცემები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვნად მცირდება
საკვერცხეების და საშვილოსნოს კიბოს რისკი. ეს რისკები ერთმანეთს აკომპენსირებს. სინამდვილეში საკითხი მოითხოვს ღრმა შესწავლას, ამიტომ რისკის შესამცირებლად სასურველია კიბოზე პროფილაქტიკური გამოკვლევა.

5. ზოგიერთი ქალი თვლის, რომ ტაბლეტები
ამცირებს სექსუალურ ლტოლვას
კვლევების თანახმად, კონტრაცეპტივი გავლენას არ ახდენს
ლობიდოზე. ფსიქოლოგების აზრით, დაფეხმძიმების რისკის არ არსებობა პირიქით უნდა განაწყობდეს ქალს სექსისკენ. თუმცა ზოგიერთი ქალი, რომელიც კარგად გრძნობს საკუთარ
სხეულს, აღიარებს, რომ ოვულაციის პერიოდში სექსუალური ლტოლვა უფრო დიდია, კონტრაცეპტივების მიღებისას კი ერთ დონეზე რჩება.

6. როგორია კონტრაცეპტივების მომავალი?
რამდენად შესაძლებელია მამაკაცების ტაბლეტის შექმნა?
ეს პრობლემა მეტად აქტუალურია, ქალი სამართლიანად ელოდება, როდის გაიზიარებს მამაკაცი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკს. მამაკაცების ტაბლეტების ძიება პერიოდულად ახლდება, თუმცა ჩატარებულმა კვლევებმა საიმედო შედეგი არ გამოიღო.
ჰორმონების მიღებასთან ერთად მამაკაცი კარგავს სექსუალურ ლტოლვას. უარეს შემთხვევაში კი რეპროდუქციულ უნარს. ამიტომ ამ საკითხს პრინციპულად ახალი მიდგომა სჭირდება.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში კონტრაცეპტივების
უმრავლესობა ექიმის რეცეპტის გარეშე არ იყიდება.

ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ
სპეციალისტს, რომელიც ინდივიდუალურად შეგირჩევთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას.





0
1518
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0