საზოგადოება დარჩით სახლში ! - გწერთ იმ ქვეყნიდან,რომლის სახელის გაგონებაზეც დედამიწას ტანში სცრის 2020, 20 მარტი, 21:46 "მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც თანამედროვე მსოფლიოს შემაშფოთებელი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ შიშის სუნი _ ასეთი სიმძაფრით არასოდეს იგრძნობოდა, მაინც "გვეღლიცინება" და ერთმანეთის გაქილიკებაზე ვართ გადასულნი. რა სამწუხაროა... ვიღაცის ნაყიდმა “ტუალეტის ქაღალდებმა" _ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ასე რომ გაგვეპროტესტებინა აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვა, დღეს საქართველოს შემადგენელი ნაწილები იქნებოდნენ.. “ვაი უბედურო საქართველო, საით მიექანები"...!!! 4.50 თეთრით გაძვირებულა შოკოლადი და ყავა 6 ლარს გადასცდა თურმე, ვაიმე, დაიღუპნენ და რა ეშველებათ ნეტავი...ეგ'ა თქვენი უბედურება, რომ ასეთი მეწვრილმანეები გახდით და დაღებული გაქვთ პირი, რომ ვიღაცის ორი კვირის სამყოფი საკვების მომარაგება _ გააკრიტიკოთ და მათრახივით იქნიოთ წაბილწული ენა... მერე გამოდგებით და ღმერთო გვიშველეო გაჰკივით. აღარც ღმერთს არ უყვარხართ ასეთი ცინიკოსები. სანამ უშუალოდ თქვენს “კუჭს" არ შეეხო შიმშილის საშიშროება, მანამდე ბრმები იყავით. 21-ე საუკუნის საქართველოში უამრავი უპატრონო, მიუსაფარი ბავშვი გვყავს, რომელიც მხოლოდ პურს ნატრობს, რომ ჭამოს...აი ეს უნდა ყოფილიყო “ჩვენში" განგაშის მიზეზი, მაგრამ ჩვენ ხომ “მძინარე, დაბრმავებული" ერი ვართ... და ბოლოს: ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, მოიმარაგეთ რამოდენიმე დღის სამყოფი საკვები წინასწარ, რომ ხშირად არ იაროთ ქალაქში და გთხოვთ, დატოვოთ სალაროებთან 1 ლარი მაინც, რომ უსასყიდლოთ შეეძლოთ პურის აღება მათ, ვისაც საშუალება არ აქვს... ეს აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს დღეს და გადავარჩინოთ მთელი საქართველო... ისედაც ძალიან ცოტანი ვართ !.. შეიყვარეთ, შეიბრალეთ ერთმანეთი და გაუნაწილდით ყველას, როგორაც შეგიძლიათ. დარჩით სახლში, მსოფლიო ყველას გვეკუთვნის ...♡ გწერთ იმ ქვეყნიდან, რომლის სახელის გაგონებაზეც _ დედამიწას ტანში სცრის... არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რაც იტალიამ დაუშვა. შეგეწიოთ დედა ღვთისა, რომ ხარობდეთ უსასრულოდ ცამდე, ღმერთამდე..." - წერს იტალიელი ემიგრანტი, პოეტი როი სოხუმელი. 425 4-ს მოსწონს
|