x
2020 წელი ახალი ერა

საქართველო გაბრწყინდება 2020 წელს! ვამბობ ამ გადაცემაში, თუმცა 2002 წლიდან ვამბობდი ამას, მაგრამ საჯაროდ 2016-ში მომეცა ამის საშუალება.აქაც ვამბობ და კიდევ განვმარტავ, ეს არ ნიშნავს რომ უცებ ერთიანად გავბრწყინდებით და მარტო ჩვენი ქვეყანა იქნება ასე, ამ ცვლილებას სიკეთისკენ ეზიარება მთელი კაცობრიობა, ოღონდ ამის საწყისი იქნება საქართველო, ეს ჩემი მონაგონი არ არის, უბრალოდ ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასე იქნება! ეს არის ციკლურობა, რომელიც გრძელდება 25920 წელი, ანუ ერთი პრეცესიის ხანგრძლივობა, ამ პერიოდში დედამიწის წარმოსახვითი ღერძი შემოწერს ერთ წრეს, ამას ჩვენი წინაპრები ითვლიდნენ ორიონის თანავარსკვლავედის მეშვეობით, უმაღლესი წერტილი იყო როცა ღერძი უსწორდებოდა ორიონში ვარსკვლავ ბეტელგეიზეს და უმდაბლესი იყო გასწორება ორიონის სარტყელში მდებარე მინტაკასთან . ახლა ვართ იმ პერიოდში, როცა ღერძი იწყებს აღმასვლას მინტაკადან ბეტელგეიზესკენ, (მეოცე საუკუნიდან უკვე დაწყებულია ეს პროცესი), აქამდე იყო დაღმასვლა(დაახლოებით 13000წელი), ასტრალური სიბნელე და ამ ბნელში ბნელი ძალების ბოგინი, ახლა არის განთიადის, აისის პერიოდი და ამიტომაც ერქვა საქართველოს გულს აია, რაც ასევე აღნიშნავდა ცისკრის ვარსკვლავს და არის მზის ამოსვლის მომასწავებელი. ახლა არის ის მომენტი, როცა მთვარეც ჩასულია და მზეც ჯერ არ ამოსულა, ანუ წყვდიადი და ბნელი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია, სიმბოლურად ეს კორონაც მოგვევლინა ამ ბნელში ღამურადან მომავალი გადამდები, ხალხთა მომაკვდინებელი სენი, რომლის წინააღმდეგაც ეფექტური საშუალებაა ნიორი, ალკოჰოლი (დარწმუნებული ვარ ჯვარი, ნაკურთხი წყალი, ვერცხლიც) და რაც მთავარია მზე-სითბო, არაფერს გაგონებთ? (მე მგონი დრაკულა და ვამპირი ყველამ იცის), ჰოდა როგორც უკვდავ და უძლეველ დრაკულა-ვამპირს წამში ფერფლად აქცევს მზის სხივი, ახლაც ასე უნდა მოხდეს! 2020 (ორი ოცი-ორმოცი) არის ის დრო როდესაც პირველი ასტრალური სხივი მოევლინება ჩვენს მზის სისტემას და ჩვენს მადლიან დედამიწას, ამიტომაც ეწეოდნენ ჩვენი წინაპრები დროის ათვლას და ამიტომ ენიჭებოდა უდიდესი მნიშვნელობა წელთაღრიცხვას (ბევრ კულტურას ჰქონდა ეს ცოდნა, მაგრამ ქართული ასომთავრულით კალენდარული ათვლა არის ყველაზე სრულყოფილი და ზუსტი), ეს აუცილებელი იყო რათა ცოდნოდათ (ვარსკვლავთმრიცხველებს, ქურუმებს, ბერებს, რომელთაც წინასწარმეტყველებად აღიქვამდნენ) როდის როგორ მოქცეულიყვნენ, მაგალითად: ხარის( დაახლ.6000 წლის წინ) და ვერძის(დაახლ.4000წლის წინ) პერიოდში იყო ამ ცხოველთა კულტები, როცა ქრისტე მოგვევლინა იყო თევზების პერიოდი (დაახლ. 2000წლის წინ) და დაიწყო კაცობრიობის მომზადება ახალი ეპოქის შესახვედრად, მერწყულის პერიოდი, რომელიც დაიწყო ახლახანს და დიდ ასტრალურ დროში არის როგორც ჩვენთვის გაზაფხულის ბუნიობა, ანუ დღე-ღამ სწორობა (19-21 მარტი) და 22 დან დღე მძლავრობს (შემოდგომის ბუნიობიდან, გაზაფხულის ბუნიობამდე კვდომის-ბნელის პერიოდია, ამიტომ დადგეს ეგვიპტეში სფინქსი, ტანი-ლომი, ლომის პერიოდში დაიწყო შემოდგომის ბუნიობა და თავი ადამიანის, ანუ მერწყული, გაზაფხულის ბუნიობა) და იწყება მიძინებული ბუნების გამოღვიძება-გაცოცხლება, ჩვენ ქრისტემ ამისთვის შეგვამზადა, რათა ამ დროს ჩვენ გავმხდარიყავით ღმერთის წილი, ფხიზლად უნდა შევხვდეთ ამ პერიოდს, უნდა გავახილოთ გონების თვალი და შევიმეცნოთ ეს სინათლე, ამას მივაღწევთ ქრისტესმიერი სიყვარულით, კაცთმოყვარეობით, სიკეთით და ცხელი გულით, ვინც ვერ გაიღვიძებს მას არ ეღირსება “შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ ! ასე რომ გაიღვიძეთ, გაახილეთ გონების თვალი, ეს დრო დადგა : ქართული წელთაღრიცხვით ითვლება 5604 წ. ქრისტემდე, 10 ქორონიკონის, ანუ 10*532=5320 წლის შემდეგ დადგა ახალი ერა 5604-5320=284 წ. და გამჟღავნდა სამყაროს მატრიცის კოდი ქართული ასომთავრული ანბანის საშუალებით, გახდა საყოველთაო, მასში ჩაიდო წინასწარმეტყველება ქრისტეს მოსვლისა, დაიწყო თევზების პერიოდი გაგრძელდა 2160 წელი ( 25920: 12= 2160=თითო პერიოდი-ზოდიაქო), დასრულდა 2160-284= 1876 წელს ქრისტეს მერე, ბუნიობა გაგრძელდა 2 დღე (19-21 მარტი), ანუ წრის ორი გრადუსი-როგორც ორი დღე, 25920:360=72 (ანუ ერთი ასტრალური დღე-გრადუსი უტოლდება 72 წელს), ორი დღე 72+72=144 წ. და 1876+144= 2020 წ. ამიერიდან დღე ჯაბნის ღამეს, ნათელი ბნელს, სიცოცხლე სიკვდილს და ეს გარდაუვალია, როგორც გაღვივებულ მარცვალს ვერ აჩერებს ვერაფერი, ასევე ვერ შეაჩერებს ვერაფერი ამ პროცესს, ეს ციკლურია და ასე იქნება მარად და როგორც გაზაფხულზე მიწიდან-სიბნელიდან ამოსული ღივი-ყლორტი ხვდება ახალ სამყაროში-სამზეოში, როგორც ევლინება ბავშვი ქვეყანას, ისე შევდივართ ჩვენც სამზეოში, სრულიად სხვა სამყაროში, განზომილებაში, ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ მთლიანად შეიცვლება კაცობრიობის შეხედულებები, ფასეულობები, მიზნები.... ყველაფერი და ამ ყოველივეს გასაღები დევს ქართულ ასომთავრულში! ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა ეს ცოდნა და ჩვენ ვალდებული ვართ გამოვიყენოთ ეს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის საკეთილდღეოდ, უნდა შევიმეცნოთ ეს ცოდნა, სამწუხაროდ ჯერ ცოტანი ვართ ისეთები ვისაც გვესმის ეს, მაგრამ იმედი მაქვს ხალხი შემობრუნდება ჭეშმარიტებისაკენ, მიიღებენ ამ ცოდნას, გაახელენ გონების თვალს, დალეწავს ქვესკნელის კარს და გააღწევს სამზეოში!

https://www.imedi.ge/ge/video/10566/gia-jajanidzis-saintereso-mogzauroba--tushetshi--mistiuri-istoriebi?fbclid=IwAR1RSd2d_PunLyC2Ovyhm3Tem7yBIeOQl9ENPEqEIyQ7l2pcJEsJj9rVNZY

საქართველო ცივილიზაციის აკვანი

0
406
2-ს მოსწონს
ავტორი:კახაბერ ჭიღლაძე
კახაბერ ჭიღლაძე
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0