საზოგადოება "ჯანმო-ს" წარმომადგენელმა დაასახელა წამალი, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების დროს, არ უნდა მივიღოთ 2020, 19 მარტი, 15:13 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დაასახელა წამალი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, კორონა ვირუსების გავრცელების პერიოდში. ადამიანებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ კირონავირუსი აქვთ, იბუპროფენი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა დალიონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამტკიცებული კავშირი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასა და სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს შორის, ექსპერტები ამ საკითხს იკვლევენ.
ამავდროულად იგი რეკომენდაციით გამოვიდა, რომ თვითმკურნალობის შემთხვევაში დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება.
--------
--------
უცხოურ მედიაში გავრცელებული ზოგიერთი და ასევე კიდევ უფრო დასაზუსტებელი, წინასწარი ინფორმაციით, როგორც ირკვევა, მრავალ პაციენტს, რომელთაც COVID-19 შემდგომში მძიმედ განუვითარდად, როგორც ანამნეზით ირკვევა, გრიპისა და გაცივების დროს მკურნალობისას, ასევე სიცხის დაწევის მიზნით, კორონა ვირუსის შესაძლო დაავადების პერიოდში, თურმე იღებდნენ NSAID-ის ჯგუფის ამ პრეპარატებს.
აქედან გამომდინარეობს, რომ ვინც გაცივებულია ან მაღალი სიცხე აქვს, არ უნდა მიიღოს: "იბუპროფენი", იგივე "ნუროფენი", "დიკლოფენაკი" ან სხვა NSAID-ის ჯგუფის პრეპარატები!
აქვე დავაზუსტებ, NSAID ჯგუფის პრეპარატები, წარმოადგენენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც ირკვევა, ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ. ისმის ლოგიკური კითხვა, რა კავშირშია ACE-2 რეცეპტორების მაღალი მგრძნობელობა COVID-19-ის ვირუსის ადვილად შეყრასთან? ამ საინტერესო კითხვას, შევეცადოთ ქვემოთ გავცეთ პასუხი.
-------
-------
რა კავშირშია ACE-2 რეცეპტორების მაღალი მგრძნობელობა COVID-19-ის ვირუსის ადვილად შეყრასთან?
ამასთან დაკავშირებით, ასევე საინტერესოა აშშ-ი მოღვაწე ქართველი მეცნიერის, კერძოდ აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრები ქართველი მეცნიერის, დორთმოუთის კოლეჯის პროფესორის ფრიდონ შუბითიძის მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს გავეცნოთ, რომელიც კვირის პალიტრის საიტზე, 17 მარტს გამოქვეყნდა და რომელსაც ოდნავ შემოკლებით გთავაზობთ. რა არის ვირუსი? და რას წარმოადგენს კორონავირუსი COVID – 19? ფრიდონ შუბითიძე: წარმოვიდგინოთ იგი კვერცხად, რომელსაც აქვს ცილა, ანუ გარსი და გული, ანუ დნმ (DNA) - დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (მაკრომოლეკულა, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას - ი.ხ.). ცილის გარსზე კიდევ გამობმულია პატარა ცილები - პროტეინები, რომელსაც პირობითად ეკლები ვუწოდოთ. მარტივად რომ აღვიქვათ, ვირუსი შევადაროთ მინდვრის პატარა ეკლიან მცენარეს, რომელიც, რაც მეტი ეკალი აქვს, მით უფრო იოლად ერჭობა ტანსაცმელს. დნმ-ის პროტეინი - "ეკალი", სიმრავლიდან გამომდინარე, ასევე იოლად ეკვრის ადამიანის უჯრედებს და ამას ახერხებს ჩვენივე ორგანიზმში არსებული რეცეპტორების - ACE2-ის (ანგიოტენიზის გადამყვანი ფერმენტის) მეშვეობით. ეს რეცეპტორები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქსოვილის ბუსუსებად, რომელიც მინდვრის ეკლიან მცენარეს გაცილებით იოლად იკრავს, ვიდრე გლუვი ქსოვილი. აღმოჩნდა, რომ ამ ახალი ვირუსის ფორმა შეიცავს 20-22-ჯერ მეტ "ეკალს" - წანაზარდს, ვიდრე ჰქონდა 2002 წელს არსებულ ვირუსს - SARS-ს. ადამიანის უჯრედთან მისი მიბმის შანსიც სწორედ 22-ჯერ მეტია. რადგან ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემასა და ფილტვებში რეცეპტორები მრავლად არის, თუკი ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, იქ მისი განვითარების შანსი ძალიან დიდია, რადგან ვირუსს აქვს თავისი რნმ (RNA) - რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც დნმ-თან ინფორმაციის მიმწოდებლის - მესენჯერის ფუნქციას ასრულებს. თვალსაჩინოდ კვლავ მაგალითს მოვიყვან - ჭაობში ჩავარდნილი ადამიანი თავის გადასარჩენად იწყებს მოძრაობას, ჭაობი კი უფრო ღრმად ითრევს მას. წარმოიდგინეთ, რომ ვირუსი მივიდა ჩვენი ფილტვების უჯრედებამდე, ფილტვი კი არის ბლანტი. როდესაც ვირუსი მასში ხვდება, იგი განაგრძობს მოძრაობას - თავადაც ცდილობს უფრო ღრმად შეღწევას და, ჭაობის პრინციპით, ამას ფილტვის სიბლანტეც უწყობს ხელს. ორგანიზმის სიღრმეში შესული ვირუსი, დარწმუნდება თუ არა, რომ გარემო პირობები მისთვის ნორმალურია, რნმ "ეუბნება" დნმ-ს, - კარგ პირობებში ხარ და დროა, მოქმედება დაიწყოო. როგორც ჩვენს უჯრედებში ხდება დნმ-ის გაყოფა, ასევე იწყებს ვირუსის დნმ ახალი ვირუსული ცილების წარმოქმნას. რაღაც მომენტში ეს ცილები ისე მრავლდება, რომ ადამიანის უჯრედის ბირთვშიც კი აღწევს და ჩვენი იმუნური სისტემაც ამ დროს "ირთვება" - იგი ხვდება, რომ ორგანიზმს რაღაც სჭირს. სწორედ ამ შემთხვევაში უწევს ადამიანს ტემპერატურა - ეს არის იმუნური სისტემის რეაქცია უცხო სხეულის დასამარცხებლად. მთელ ამ პროცესს სჭირდება, დაახლოებით, 1-დან 5 დღემდე პერიოდი. მერე უკვე ჩნდება დაავადების პირველადი ნიშნები. ვირუსი კი განაგრძობს ორგანიზმში სწრაფ გამრავლებას. - როგორც ვიცით, უკვე კომპანიები COVID – 19-ის სამკურნალო პრეპარატსაც სცდიან - აბსაც და ინიექციასაც და, ასევე, ინტენსიურად მუშაობენ ვირუსის ვაქცინაზეც. - ამის შესაძლებლობა მეცნიერებს ვირუსის სტრუქტურის კარგად შესწავლის შემდეგ მიეცათ და უახლესმა ტექნოლოგიებმა, კერძოდ, დნმ-ის გაშიფვრის თანამედროვე აპარატის შექმნამ ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა - 2002 წელს თუ ამას 1 წელიწადი სჭირდებოდა, ახლა 1 საათზე ცოტა დროშია შესაძლებელი. დნმ-ის გაშიფვრის აპარატის შექმნაზე ვმონაწილეობდი კიდეც და თავადაც მქონდა რამდენიმე პროექტი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 35 კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით. კომპანიების 60-80 პროცენტის პრინციპი არის ერთი და იგივე - უნდა გააჩერო რნმ-ის მოქმედება, ანუ ინფორმაციის მიმწოდებელმა რნმ-მა უნდა უთხრას დნმ-ს, რომ ადამიანის ორგანიზმში მისთვის ცუდი პირობებია და არ უნდა გამრავლდეს. დანარჩენს კი ადამიანის იმუნური სისტემა თავად დასძლევს. ამას ემსახურება უკვე არსებული პრეპარატი რემდესივირი, რომელმაც ტესტირების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და THE WALL STREET JOURNAL-ის უახლესი ინფორმაციით, სწორედ ამ ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობენ იაპონიაში საკრუიზო ლაინერის კორონავირუსით დაინფიცირებულ ამერიკელ მგზავრებს, თუმცა იქაური ექიმები დეტალებზე ლაპარაკს ჯერჯერობით თავს არიდებენ. ინტერვიუს დასასრული. -------
-------
საინტერესოა გავეცნოთ რას წარმოადგენს პრეპარატი რემდესივერი.
რემდესივირი (ინგლ. Remdesivir, შემუშავების კოდი: GS-5734) — ვირუსსაწინააღმდეგო ახალი წამალი ნუკლეოტიდთა ანალოგთა კლასში. შემუშავებულია ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მიერ ებოლას ვირუსული დაავადების და მარბურგის ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, თუმცა შემდგომ გამოვლენილ იქნა ანტივირუსული აქტიურობა "რნა" ვირუსების წინააღმდეგ, როგორებიც არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები, იუნინის ვირუსი, ლასას ცხელების ვირუსი, ნიპას ვირუსი, ჰენდრას ვირუსი, და კორონავირუსები. სხვა ტიპის კორონავირუსებთან წარმატებიდან გამომდინარე, 2020 წელს Gilead-მა რემდესივირი გადასცა ექიმებს, SARS-CoV-2-ით დაავადებული ამერიკელი პაციენტის სამკურნალოდ ვაშინგტონის შტატის ქალაქ სნოჰომიშში, ასევე მიწოდებულ იქნა ჩინეთში რამდენიმე გამოცდის ჩასატარებლად მძიმე სიმპტომებიან და მათ გარეშე პაციენტებში. --------
--------
შენიშვნა: ეს სტატია არ ემსახურება რომელიმე პრეპარატის ან ანტი-რეკლამას ან კიდევ რეკლამას. ეს სტატია ეხმიანება, საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნივნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, COVID-19-ის ვირუსის ფათთოდ გავრცელებაშტან დაკავშირებით.
-------
-------
459 1-ს მოსწონს |