x
საბჭოთა იმპერიის ბელადების: ლენინისა და სტალინის ეპოქაში, დახოცილი ადამიანების რეალური მონაცემები
უკრაინის ჰოლოდომორის დროს დაღუპული ბავშვები
იხილეთ სურათზე: უკრაინაში ჰოლოდომორის დროს, შიმშილობით დაღუპული ბავშვები.

საბჭოთა იმპერიის ბელადების: ლენინისა და სტალინის ეპოქაში, დახოცილი ადამიანების რეალური მონაცემები.


რამდენს შეადგენს, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე დიდი და ყველაზე სისხლიანი იმპერიის, ყველაზე დიდი მბრძანებელის და მსოფლიო ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი პერიოდის, ყველაზე დიდი და ყველაზე გავლენიანი, დიქტატორის და ტირანის, იოსებ სტალინის მსხვერპლთა რიცხვი რეალურად. ამ ფონზე სპეციალურად დახვრეტილი, საბჭოთა სტატისტიკის სამსახურის, პირველი პირები.



იოანეს გამოცხადება: თ.13. მ.15. "მიეცა სული მხეცის ხატებისათვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.".



ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ, გაჩაღებულ სამოქალაქო ომსა და ბოლშევიკების მიერ წარმოებული, წითელი ტერორის შედეგად, 1917-22 წწ. მტარვალ-დიქტატორ ვლადიმერ ლენინის რეალური მმართველობის დროს, დაიღუპა 10 მილიონზე მეტი ადამიანი. მხოლოდ ბოლშევიკური წითელი ტერორის დროს, ლენინის მითითებით დახვრიტეს და დახოცეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი. მათ შორის ათეულ ათასობით სასულიერო პირი დახოცეს და ათი ათასობით ეკლესია-მონასტერი დაანგრიეს ან საწყობებად გადააკეთეს. მარტო ერთი ფაქტის, მოყვანაც საკმარისია მაშინდელი ხოცვა-ჟლეტის მასშტაბების გასაგებად. ბოლშევიკების გაუგონარ სისასტიკეს, დიდიან-პატარიანად მთელი ტამბოვის 4 მილიონიანი გუბერნია აუჯანყდა. ბოლშევიკებთან უკომპრომისო ბრძოლას საბოლოოდ, ტამბოვის გუბერნიის მოსახლეობის 2/3 ანუ 2, 5 მილიონი ადამიანი შეეწირა.



ავტორიტეტულ და ობიექტურ მკვლევართა მონაცემებით, მარტო 1937-38 წწ. სსრკ-ში დახვრიტეს, 1 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდა ამისა, სტალინის ეპოქაში, 1922-53 წწ. საბჭოთა ოფიციალური მონაცემებით, სასამართლოს გადაეცა 7 867 030 ადამიანი. სასჯელი მიესაჯა 5 533 570 ადამიანს, ასევე ოფიციალური მონაცემებით, დახვრიტილ იქნა 2 012 110 ადამიანი. სინამდვილეში დახვრეტილთა და მსჯავრდებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. არსებობს სხვადასხვა ობიექტურ მკვლევართა და ისტორიკოსთა მონაცემებიც, მათი მტკიცებით, სტალინის ეპოქაში: გაასამართლეს, სასჯელი მიუსაჯეს, დახვრიტეს და გადაასახლეს 30 მილიონი ადამიანი. მათ შორის უშუალოდ დახვრიტეს 7 მილიონი ადამიანი. ამ წლების მანძილზე პატიმრთა რიცხვი საპატიმროებში, ოფიციალურადაც კი, მუდმივად 2-3 მილიონის ფარგლებში მერყეობდა.





საბჭოთა მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად 1932-33 წწ. სსრკ-ში შიმშილობისას 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის მხოლოდ უკრაინაში განხორციელებულ ძალადობრივ კოლექტივიზაციას, ტოტალურ განკულაკებას და ამის გამო, უკრაინის რამოდენიმე რეგიონში დაწყებულ ტოტალურ შიმშილობას ანუ უკრაინის ე. წ. "ჰოლოდომორს" 8 მილიონამდე ადამიანი შეეწირა, დაღუპულთა შორის 1 მილიონამდე ბავშვი იყო. რეპრესირებულთა ნამდვილი რიცხვისა და "ჰოლოდომორის" დროს, დაღუპულთა რეალური რიცხვის, დაფარვის გამო და მოსახლეობის საყოველთაო რეალური აღწერის მონაცემების გაყალბების მიზნით, საბჭოთა სტატისტიკური უწყების, სხვადასხვა დროის, ხუთი სხვადასხვა ხელმძღვანელი პირველი პირი დახვრიტეს. უკრაინიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პარტიულმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა კი, უკრაინული "ჰოლოდომორის" დროს დაღუპულთა რეალური რიცხვის, დაფარვისა და მიჩქმალვის მიზნით, ამ საქმეში მათთვის ბოლომდე არასაიმედო, უკრაინის მაშინდელი მთელი უმაღლესი მთავრობა დაახვრეტინა.



საბჭოთა მთავრობა, ყოველთვის მალავდა სსრკ-ში, რეპრესირებულთა, გასამართლებულთა, მთელი ერებისა და ხალხების გადასახლებულთა, შიმშილობით დაღუპულთა და დახვრეტილთა ნამდვილ რაოდენობას. ავტორიტეტულ, ობიექტურ მკვლევართა და ისტორიკოსთა მონაცემებით, სტალინის ეპოქაში 1922-53 წწ. დახვრეტილთა, თუ მცირე ერების გადასახლებულთა, თუ საპატიმროებში, საკონცენტრაციო ბანაკებში ანუ "გულაგებში", თუ გადასახლებებში, არაადამიანურ გაუსაძლის პირობებში დაღუპულთა, ასევე იძულებით კოლექტივიზაციისას შიმშილობით დაღუპულთა და ზოგადად უსამართლოდ გასამართლებულთა საერთო რიცხვი ანუ ზოგადად რეპრესირებულთა საერთო რაოდენობა, 40 მილიონ ადამიანს აღწევს. მათ შორის, სტალინისა და ბოლშევიკების ძალადობრივი პოლიტიკის წყალობით, 1932-33წწ. ძალადობრივად განხორციელებულ კოლექტივიზაციას და ამის შედეგად გამოწვეულ საყოვეთაო შიმშილობას, შეეწირა 10 მილიონი საბჭოთა მოქალაქე. ასევე მათ შორის, ბოლშევიკების ხელშეწყობით, უკრაინაში გამოწვეული შიმშილობის დროს 1932-33წწ. ე. წ. უკრაინული "ჰოლოდომორის" დროს, დაიღუპა 8 მილიონი ადამიანი. ზოგადად სტალინის ეპოქაში: გაასამართლეს, სასჯელი მიუსაჯეს, დახვრიტეს და გადაასახლეს 30 მილიონი ადამიანი. მარტო 1937-38წწ. 1 მილიონი ადამიანი დახვრიტეს, სსრკ-ში მთლიანად 1922-53წწ. დახვრეტილ იქნა 7 მილიონი მოქალაქე. აგრეთვე მილიონობით ადამიანი იყო რეპრესირებული და საბჭოთა გულაგებში იხდიდა სასჯელს. საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, აგრეთვე მცირე ერების საყოველთაო გადასახლებისას, გაუსაძლის არაადამიანურ პირობებში დაიღუპა, 6 მილიონი ადამიანი. საერთო ჯამში, სტალინის ეპოქაში, სსრკ-ში 1922-1953წწ. შიმშილობით და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის, ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაიღუპა და დახვრეტილ იქნა 23 მილიონი ადამიანი.



1921 წლიდან - 1990 წლამდე, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა, რეპრესირებულთა და გადასახლებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს. 1937-1938წწ. 2, 5 მილიონიან საქართველოში 29 051 ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. მათ შორის – 14 372 დახვრიტეს, 14 679 – გადაასახლეს.



ისტორიაში ყველაზე სისხლიანმა ბოროტების იმპერიამ, დღევანდელ დღემდე, კიდევ უამრავ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.


(ნაწყვეტი წერილიდან "აპოკალიფსური წითელი მხეცი, აპოკალიფსის უკანასკნელი იმპერია" დანიელ სავანელი 1994-2011 წწ.).


სტატიის ავტორი: დანიელ სავანელი.




image

უკრაინაში ჰოლოდომორის დროს, შიმშილობით დაღუპული ბავშვები.


image

უკრაინაში ჰოლოდომორის დროს, შიმშილობით დაღუპული ადამიანები.



11
731
1-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
731
  
2022, 16 მაისი, 5:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 მარტი, 8:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 მარტი, 8:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
2020, 15 მარტი, 8:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 მარტი, 8:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 15 მარტი, 6:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2020, 15 მარტი, 6:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2020, 12 მარტი, 21:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კახაბერ კახაბერისძე-ის კომენტარზე
ამის ტრუილების დამწერი ციხეში უნდა იჯდეს...სამწუხაროა რომ ტყუილების გავრცელებაზე ციხე აღარაა
ციფრების რეალურობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ უდავოა: საბჭოეთიცა და ფაშისტური გერმანიაც, ორივე იყო ყველა დროის უბოროტესი, უსასტიკეს-უსისხლიანესი იმპერიები. თავად იმპერიის აღნაგობა ისეთია, სისხლს მოითხოვს აუცილებლად, თუმცა ეს ორი აშკარად გამორჩეული იყო, არამარტო დაპყრობილი, არამედ თავისი ხალხის მიმართაც.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10