სიახლეები მსოფლიო ბოლო 24 საათში: კორონავირუსის ეფექტი (19 მარტი) 2020, 19 მარტი, 12:15 ვირუსი დღითი დღე ძლიერდება. რამოდენიმე ქვეყანა ახერხებს შეჩერებას, თუმცა ბევრ წამყვან ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია. ევროპა ნელ-ნელა კვდება... 18 მარტის მონაცემებით კორონავირუსის ეფექტი მსოფლიოში: აშშ-კანადის საზღვარი ჩაიკეტა - ორივე ქვეყანა შეთანხმდნენ იმასზედ, რომ დროებით საზღვრები ჩაიკეტოს. მიმოსვლა განხორციელდება მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციებში. ოფიციალურად თურქეთი 19 მარტს საზღვარს ჩაკეტავს ბულგარეთთან და საბერძნეთთან. ოფიციალურად გადაიდო ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩასატარებელი ევროვიზია 2020. ჩატარების თარიღად დასახელდა 2021 წლის გაზაფხული. მსოფლიო მაშტაბით პანდემიით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200 000 გადაჭარბა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში 24 საათში 2 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 558 მიაღწია. ბოლო 24 საათში ირანში 147 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობამ 1135 მიაღწია. ირანში 103 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა! ბელგიაში ქუჩაში გამოსვლა კანონით აიკრძალა! მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ექნებათ მოქალაქეებს გარეთ გასვლის უფლება ყირგიზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია უმრიდან დაბრუნებულ 3 ოჯახის წევრს კორონავირუსი აქვს. თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია. გარდაიცვალა პირველი კორონავირუსით დაავდებული 86 წლის მამაკაცი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს! პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი? დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით! სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში? კორონავირუსი და მსოფლიო - მიღებული ზომები და ვითარება სხვადასხვა ქვეყნებში! (16 მარტი) 318 3-ს მოსწონს
|