განათლება ნაცვალსახელების მართლწერა - გრამატიკა მოკლედ და გასაგებად! 2020, 18 მარტი, 18:57 ✅ დაიმახსოვრეთ: სწორი ფორმებია:ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ, თქვენკენ. ჩემ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით... შენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით... ჩვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით... თქვენ მიერ / გამო / წინაშე / გარდა / გვერდით / ნაცვლად / წინ / უკან / შემდეგ / ზევით... ✅ მიცემით ბრუნვას დაერთვის შორის, შუა თანდებულები. ამდენად, სწორი ფორმებია: ჩვენ შორის, ჩვენ შუა, მე და შენ შორის, / მე და მას შორის (და არა: ჩემ და შენ შორის, ჩემ და მას შორის).
თუ I პირის ნაცვალსახელი მეორე ადგილზე დაისმის, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეენაცვლება მე-ს ჩემ ფორმა: შენ და ჩემ შორის. ✅ მიცემით და ვითარებით ბრუნვებში ბრუნვის ნიშანი -ს აუცილებელია, როცა მსაზღვრელად კუთვნილებითი ნაცვალსახელებია, :მიცემითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობელ-ს (და არა: ჩემ მეზობელ-ს), შდრ: ძველ მეზობელ-ს; შენ-ს მეზობელ-ს, მის მეზობელ-ს. ვითარებითი ბრუნვა: ჩემ-ს მეზობლ-ად (და არა: ჩემ მე-ზობლად); ჩვენ-ს მეზობლ-ად, შენ-ს მეზობლ-ად, თქვენ-ს მეზობლ-ად, მის მეზობლ-ად, მათ-ს მეზობლ-ად... ✅ იმდენი, ამდენი, მაგდენი ნაცვალსახელებთან საზღვრული მხოლობითშია: იმდენი თავგადასავალი ამდენი საჩუქარი მაგდენი პრობლემა ✅ >>> მისი თუ თავისი? - რომელია სწორი ფორმა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ1463 შეფასება არ არის
|