x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მტერს «სახეზე» უნდა ვცნობდეთ – ჯანმრთელობისთვის სახიფათო სახლის მცენარეები და თავდაცვის წესები

ოთახის მცენარეები, ბევრი დიასახლისის ინტერიერის საყვარელი მოსართავია. ერთი შეხედვით, ერთადერთი საზრუნავი, რაც შეიძლება ამ მცენარეებმა გამოიწვიოს – მათი მოვლაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასეთი დეკორებისადმი სიყვარული, შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებად იქცეს.


image


ზოგიერთ მცენარეს შეუძლია, მაგ., ფაღარატის გამოწვევა, სხვებს – ხორხის შეშუპება, ჰაერის უკმარისობის გამოწვევა, ალერგიის ფონზე და შეიძლება, სიბრმავეც კი გამოიწვიოს. რაც შეეხება, კონკრეტულად ალერგიას, – მცენარეების სიაში, რომლებიც ასეთ რეაქციებს იწვევს, ყველაზე ხშირად, ისეთი მცენარე ხვდება, რომელიც ეთერზეთებს შეიცავს. მისი ალერგიულობის მიზეზი არის ეთერზეთების მსუბუქი კომპონენტები, რომლებიც ადვილად გადაადგილდებიან ჰაერში და ადამიანის სასუნთქ გზებში ხვდებიან.

გარდა ამისა, ალერგიის გამოწვევა შეუძლია მცენარეს, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. მაგ., ისეთებს, როგორიც არის: ალკალოიდიები, საპონინები და სხვა.


image


საერთოდ, ალერგია, სახლის ყვავილებზე – ძალიან გავრცელებული მოვლენაა. განსაკუთრებული ყურადღება კი მათ უნდა გამოიჩინონ, ვისაც ალერგიის სიმპტომები ხეების ყვავილობის დროს უჩნდებათ. ზუსტად თქმა, თუ სახლის რომელი მცენარე გამოიწვევს ალერგიას და რომელი არა, შეუძლებელია. ბევრს ალერგია უვითარდება, როდესაც სახლში დიფენბახია (ლათ. Dieffenbachia) და პუანსეტია (ლათ. Poinsettia) ჩნდება. ეს მცენარეები, ფოთლებთან ხელის შეხების შემთხვევაში, კანის წვას და ქავილს იწვევენ.

უფრო ხშირად, სახლის მცენარეები ალერგიულ რეაქციებს ყვავილობის პერიოდში იწვევენ. თუ ალერგია გაქვთ სახლის მცენარეებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტანოთ სახლში: გერანი («ბალბა»), სედუმი, ციკლამენი, გვიმრა, გიგანტური ძირმწარა, Pinguícula, კალანჰოე, აგავა, როდოდენდრონი, ბალზამინი, ალოკაზია, კოლოკაზია, ცოცხალმშობი ასპლენიუმი (Asplenium viviparum)


არანაკლებ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ქვემოთ წარმოდგენილი მცენარეეთა ოჯახები და მათი პოპულარული წარმომადგენლები:


გვიმრანაირნი (ლათ. Pteridophyta)


imageimage
ჩვულებრივ მდგომარეობაში, გვიმრები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

მათი პოტენციური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ალეერგიული რეაქციის გამოწვევა სპორებით (გამრავლების ორგანო ან «მტვერი»), რომელიც მომწიფების შემდეგ, ჰაერში იბნევა.


ნარგიზისებრნი (ლათ. Amaryllidaceae)


image


ამ ოჯახის წარმომადგენლები - მაღალდეკორატიული მცენარეების კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგრამ, მისმა ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ყვავილებში ეთერზეთების კომპონენტების შემცველობის გამო.



ქენდირისებრნი (ლათ. Apocynaceae)


imageimageimage
ეს მცენარეები, ყვავილობის დროს, დიდი რაოდენობით სურნელოვან ნივთიერებას გამოყოფენ და ალერგიულ რეაქციას იწვევენ, რაც სუნთქვის გართულებაში, გულის აჩქარებაში და ძლიერ თავის ტკივილში გამოიხატება.


ნიუკასებრნი (ლათ. Araceae)


imageimageimage


ამ ოჯახთან კონტაქტი, მაგ., გადარგვის დროს, იწვევს კანის დაზიანებას და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, მისი წვენის მასზე მოხვედრის შემთხვევაში. ამიტომ, მასთან შეხებისას, აუცილებლად ხელთათმანები უნდა გამოიყენოთ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხელები და სხეულის ღია ადგილები კარგად უნდა დაიბანოთ.


ძირმწარასებრნი (ლათ. Aristolochiaceae)


image


ყველაზე ლამაზი ამ ოჯახში, გიგანტური ძირმწარა არის, რომელიც ორიგინალური ყვავილებით გამოირჩევა. მის ყვავილებს მძაფრი, სასიამოვნო სურნელი აქვს. მაგრამ, ამ გვარის მცენარეები ძლიერმოქმედ ალკოლოიდებს შეიცავენ, რის გამოც, ისინი, ერთის მხრივ, სამკურნალო მცენარეების სიაში არიან, ხოლო მეორეს მხრივ – ეს ალკოლოიდები, ალერგიული ადამიანებისთვის, ნამდვილი შხამია. ამიტომ, ამ მცენარებს სახლში თუ შეიტანთ, დიდ ფართობზე გავრცელების საშუალებას ნუ მისცემთ.


რძიანასებრნი (ლათ. Euphorbiaceae)


imageimageimage
ამ ოჯახის მცენარეები რძის მაგვარ სითხეს შეიცავენ, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა ადამიანებში.


აგლაონემა (ლათ. Aglaonema)


image

ეს მარადმწვანე ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა. მისი ფოთლები და ნაყოფი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. განსაკუთრებით სახიფათოა მისი წვენი თვალებისთვის. ამ ნივთიერებას თვალის არეში მოხვედრის შემთხვევაში, შეუძლია კონიუნქტივიტი გამოიწვიოს და თვალის რქოვან გარსი დააზიანოს.


ნარცისი (ლათ. Narcissus)


image


მცენარის ბოლქვები შეიცავს ნარცისინის ალკალოიდებს და ასევე მწარე ნივთიერებას, რომლის გამოც, მისი გემო ძალიან ჰგავს ხახვის გემოს. ხოლო ვიზუალურად, ხახვისგან არ განსხვავდება. ბოლქვების საკვებად გამოყენების შემთხვევაში (ასეთი ფაქტები დაფიქაირებულია), მინიმალური ზიანი, რაც შეიძლება ადანიანს მიადგეს – გულისრევის შეგრძნება და დიარეა არის. ხოლო, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, ის იწვევს სპაზმებს, ძლიერ ოფლიანობას, გონების დაბინდვას, კოლაფსს და დამბლას.


სპატიფილიუმი (ლათ. Spathiphyllum)


image

ამ მცენარეს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას, ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი სპატიფილიუმისგან – პირის ღრუს შეშუპება არის, მაქსიმალური – სიკვდილი.


ოლეანდრი (ლათ. Nerium)


image

მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლიანი დიარეა, გულისცემის აჩქარება და ბოლო ეტაპზე – გულისცემის და წნევის დაცემა და გულის გაჩერება... და ყოველივე ამის მიზეზი, შეიძლება ოლეანდრი იყოს.


დიფენბახია (ლათ. Dieffenbachia)


image


ეს მცენარე შხამიანი წვენის გამოა სახიფათო. იმ შემთხვევაში, თუ მისი რძის მაგვარი სითხე ადამიანის კანზე მოხვდება, ძლიერ გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ, ყველაზე სახიფათო ის თვალის ლორწოვანი გარსისთვის და პირის ღრუსთვის არის. პირში მოხვედრის შემთხვევაში, მცენარის წვენი ენის შეშუპებას და მეტყველების უნარის დროებით დაქვეითებას იწვევს, ხოლო თვალში მოხვედრის შემთხვევაში – სიბრმავეს.
დიფენბახია განსაკუთრებით სახიფათოა პატარა ბავშვებისთვის, რომლებმაც შეიძლება მისი ფოთოლი პირში ჩაიდონ და დაღეჭონ. მათ ორგანიზმში მოხვედრილი მცენარის წვენი ხახის შეშუპებას, სუნთქვის შეკავებას და გაგუდვას იწვევს.


სუმბული (ლათ. Hyacinthus)


image


ყველაზე სახიფათო ამ მცენარეში, მისი ბოლქვები და წვენი არის. მცენარის მხოლოდ ერთ ბოლქვს შეუძლია სერიოზული პრობლემა შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა სისტემას და თირკმელებს. ხოლო, თუ ძაღლი ან კატა დააგემოვნებს მას, – დაიღუპება.


ზამბახი (ლათ. Iris)


image


მცენარე ერთნაირად სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. მისი ყვავილი, ალერგიით დაავადებულ ადამიანებში, ციებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, – ღებინება და მაღალ ტემპერატურას იწვევს.


ინგლისური სურო (ლათ. Hedera helix)


image


ამ მენარის ფოთლებთან შეხება ალერგიას იწვევს, რომელიც ქავილის და გამონაყარის სახით ვლინდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შხამიანი მცენარე ორგანიზმში მოხვდა, ადამიანებს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, ციება ეწყება და შეიძლება, სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


ჰორტენზია (ლათ. Hydrángea)


image


ძალიან სახიფათოა ამ მცენარის სახლში გაჩერება. მისი ყვავილის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში (ბავშვები და შინაური ცხოველები იგულისხმებიან), დიარეა გარანტირებულია. ხოლო, ყველაზე სავალალო, რაც შეიძლება მოხდეს — კომაა.


სანსევერია (ლათ. Sansevieria)


image


მცენარის წვენი ტოქსიკურია. სანსევერია, განსაკუთრებით სახიფათო, პატარებისთვის არის. მისი წვენი, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას იწვევს.



სახიფათოა მცენარეები შინაური ცხოველებისთვისაც. მაგ., ძალიან ბევრ კატას უყვარს სახლის მცენარეების გაკვნეტა. ხოლო, მათი პატრონები ფიქრობენ, რომ ეს ცხოველები საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ ორგანიზმისთვის უსაფრთხო და მავნე მცენარე ერთმანეთისგან გაარჩიონ. თუმცა, ეს ასე არ არის! კატები, ხშირ შემთხვევაში, ვერ ერკვევიან მცენარეებში და განურჩევლად, ყველას ჭაამენ, – რაც, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს.


image


აქ წარმოგიდგენთ პოპულარულ მცენარეების სახეობებს, რომლებიც მავნე და სახიფათოა კატებისთვის: გერანი, დიფენბახია, კალანხოე, ციკლომენი, ფიკუსი, რძიანა, პუანსეტია, კალადიუმი, ფილოდენდრონი. მათთვის ასევე სახიფათოა მარადმწვანე ბზაც. ის მწვავე ინტოქსიკაციას იწვევს და შეიძლება, მოწამვლამ სიკვდილიც კი გამოიწვიოს.



და ბოლოს, გთავაზობთ უმარტივეს წესებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგარიდებთ და ყვავილები მხოლოდ ბედნიერებას და სიხარულს მოგანიჭებთ:


I. პოტენციურად სახიფათო მცენარეები ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილებზე უნდა იყოს.

II. ამ კატეგორიის მცენარეების მოვლისას, აუცილებლად იხმარეთ რეზინის ხელთათმნაები, სამედიცინო ნიღაბი და სათვალეები.

III. გადარგვის, გასხლვის და მორწყვის შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები და სახე.

IV. შხამის შემცველი მცენარეები, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს საძინებელში.

imageimageარხის სხვა სიახლეები:
image

imageimage1. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს
2. კორონავირუსი ორგანიზმში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რჩება – ჩინელი მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებენ

3. უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე

4. 10 რამ რაც მამაკაცების უმრავლესობას ქალის გარეგნობაში მოსწონს

5. «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან

6. რეალურად არსებული გარემოს 15 უცნაური და საში ფოტო

0
844
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0