სხვა მოდელმა პოპულარულობა პოლიციელის ცემით მოიპოვა 2020, 17 მარტი, 20:04 ზოგიერთი ქალის ქცევებთან შეგუება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთი ზუსტად ამ თვისებების გამო ხდება სოციალურ ქსელებში პოპულარული. ერთ-ერთი ასეთი გახდა მოდელი ბრიზა დომინგეს გარსია. მექსიკელმა ქალმა პოლიციის თანამშრომელი გალახა და დიდებაც მოიპოვა. 2017 წელს მოდელი ფლორიდაში ისვენებდა. მისი გართობა იმდენად შემაწუხებელი აღმოჩნდა მეზობლებისთვის, რომ პოლიციაში მასზე საჩივარი შევიდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სცადა შიშველი ქალისთვის პირსახოცი შემოეფარებინა, ქალმა სასტიკად გალახა. შემთხვევის ადგილზე სხვა ეკიპაჟიც მივიდა, თუმცა ქალმა ერთ-ერთი მათგანიც გალახა, მეორეს კი ხელზე უკბინა. საბოლოოდ ბრიზა კი დააკავეს და ბრალიც წაუყენეს, მაგრამ ათი ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ მალევე გამოუშვეს. ბრიზა პატარა ასაკიდან მუშაობს მოდელად. 10 წლის იყო, როცა საცხოვრებლად მისი ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა და მალევე დაიწყო თავისი კარიერა. დღესდღეისობით ბრიზა პოპულარულია ინსტაგრამის მეშვეობით და თითქმის 450 ათასი გამომწერი ჰავს. 335 1-ს მოსწონს |