სხვა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსამდე და კორონავირუსის შემდეგ 2020, 17 მარტი, 11:58 ![]() ქუჩები, რკინიგზის სადგურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები და ბარები გამოცარიელებულია დაცარიელებული აეროპორტები და უქმად მდგარი თვითმფრინავები დღეს უკვე ნორმად არის ქცეული და ეს სცენები თავად ვირუსის მსგავსად, პეკინიდან უკიდურეს ევროპამდე არის გავრცელებული. მოჩვენებად ქცეული მუზეუმები, ეკლესიები და ღირშესანიშნაობები, სადაც რამდენიმე გზააბნეული ტურისტი დაბორიალობს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნიღბებს ატარებენ. სრული სიცარიელის შეგრძნება გიჩნდებათ სანკტ-პეტერბურგის დასუფთავებული ქუჩების და მოედნების შემხედვარეს.. კიოტოს ტაძრების დაკარგული მლოცველები, ჩინეთის ქალაქების უმეტეს ნაწილში მიტოვებული და დაკეტილი რესტორნები. ![]() ![]() სრულიად მოჩვენებად ქცეული ქალაქი ბეთლემი, სადაც სახარების მიხედვით იესო ქრისტე დაიბადა და რომელიც ქრისტიანთა უპირველესი ტურისტული მარშრუტია. ![]() ეს არის გასაოცარი მომენტი, როდესაც ხედავ, რომ სამყაროს ნორმალური ცხოვრება დაპაუზებულია, ხოლო დარჩენილი სურათები აისახება ისტორიულ ჩანაწერებში, რომელიც მომავალში შეახსენებს მსოფლიოს მოქალაქეებს, თუ რამდენად დაუცველი ვართ და რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზე. (მთავარ ფოტოზე-ასე გამოიყურება მუსულმანთა უპირველესი სალოცავი -მექა) 176 5-ს მოსწონს
|