მოგზაურობა Turning Torso ცათამბრჯენი შვედეთში 2012, 9 აგვისტო, 0:43 Turning Torso, ეს უჩვეულო ცათამბრჯენი მდებარეობს შვედეთის ქალაქ მალმეში. 54 სართულიანი შენობის სიმაღლე 190 მეტრს აღწევს. ეს ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კომპლექსია ევროკავშირში და სიმაღლით მეორე საცხოვრებელი კომპლექსია ევროპაში.
Turning Torso-ს მშენებლობა 2001 წელს დაიწყო და ამ ულამაზესი ცათამბრჯენის ოფიციალური გახსნა მოხდა 2005 წლის 27 აგვისტოს.
შენობა შედგება 10 ხუთსართულიანი სეგმენტისაგან, სეგმენტები შებრუნებულია ერთმანეთის მიმართ და ბოლო სეგმენტი პირველთან შედარებისთ 90 გრადუსითაა გადახრილი.
Turning Torso არის საცხოვრებელი კომპლექსი, მხოლოდ პირველი ორი სეგმენტია განკუთვნილი ოფისებისათვის. დანარჩენ 8 სეგმენტზე განლაგებულია 147 შესანიშნავი ბინა, რომლებიც გაიყიდა ცათამბრჯენის გახსნისთანავე. 51 3-ს მოსწონს
|