![image](/uploads/article_images/small/80131344456800.jpg)
მსოფლიოში ყველაზე საშიშ ბილიკს ფეხით მოსიარულეთათვის "სამეფო ბილიკი" ეწოდება (El Caminito del Rey). ბილიკი მიუყვება El Chorro-ს ხევს ქალაქ მალაგასთან მდებარე პატარა სოფელ ალორაში. სახიფათო ბილიკი გადის 100-300 მეტრის სიმაღლეზე, მისი სიგრძე 3 კილომეტრია, ხოლო სიგანე 1 მეტრი. ბილიკის მდგომარეობა ავარიულია და ის დახურულია დამთვალიერებლებისგან, თუმცა ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქ ხშირად იღუპებიან გაბედული ადამიანები.
![image](/uploads/article_images/small/80131344457080.jpg)
El Caminito del Rey-ის მშენებლობა 1901 წელს დაიწყო და სამეფო ბილიკი 4 წლის შემდეგ, 1905 წელს გაიხსნა. ბილიკი გადის ორ ჩანჩქერს Chorro Falls და Gaitanejo Falls შორის. ეს ბილიკი ჰიდროელექტროსადგურის მომუშავე პერსონალისათვის ააგეს.
სამეფო ბილიკი ძალიან სახიფათოა გადაადგილებისათვის: მას არ აქვს ჯებირები, ზოგიერთ მონაკვეთზე ბილიკი ჩაინგრა და დარჩენილია მხოლოდ რკინის კონსტრუქცია, რომლებზეც გადაადგილება სიცოცხლისათვის უკიდურესად საშიშია.
![image](/uploads/article_images/small/80131344457400.jpg)
ამ ბილიკს სამეფო ეწოდა 1921 წლიდან, როდესაც კაშხალ Conde del Guadalhorce გახსნის დროს მეფე ალფონსო XIII-მ თავისი ფეხით გაიარა ბილიკი.
![image](/uploads/article_images/small/80131344457485.jpg)
2000 წლიდან გადაადგილებისთვის სახიფათო ბილიკი ოფიციალურად დახურულია. მთავრობა გეგმავს მის აღდგენას და ოფიციალური ტურისტულ მარშრუტად გადაკეთებას. ამაზე 7 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.