x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137970
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511731
მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ბილიკი
imageმსოფლიოში ყველაზე საშიშ ბილიკს ფეხით მოსიარულეთათვის "სამეფო ბილიკი" ეწოდება (El Caminito del Rey). ბილიკი მიუყვება El Chorro-ს ხევს ქალაქ მალაგასთან მდებარე პატარა სოფელ ალორაში. სახიფათო ბილიკი გადის 100-300 მეტრის სიმაღლეზე, მისი სიგრძე 3 კილომეტრია, ხოლო სიგანე 1 მეტრი. ბილიკის მდგომარეობა ავარიულია და ის დახურულია დამთვალიერებლებისგან, თუმცა ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქ ხშირად იღუპებიან გაბედული ადამიანები.

image

El Caminito del Rey-ის მშენებლობა 1901 წელს დაიწყო და სამეფო ბილიკი 4 წლის შემდეგ, 1905 წელს გაიხსნა. ბილიკი გადის ორ ჩანჩქერს Chorro Falls და Gaitanejo Falls შორის. ეს ბილიკი ჰიდროელექტროსადგურის მომუშავე პერსონალისათვის ააგეს.

image


სამეფო ბილიკი ძალიან სახიფათოა გადაადგილებისათვის: მას არ აქვს ჯებირები, ზოგიერთ მონაკვეთზე ბილიკი ჩაინგრა და დარჩენილია მხოლოდ რკინის კონსტრუქცია, რომლებზეც გადაადგილება სიცოცხლისათვის უკიდურესად საშიშია. image

ამ ბილიკს სამეფო ეწოდა 1921 წლიდან, როდესაც კაშხალ Conde del Guadalhorce გახსნის დროს მეფე ალფონსო XIII-მ თავისი ფეხით გაიარა ბილიკი.image

2000 წლიდან გადაადგილებისთვის სახიფათო ბილიკი ოფიციალურად დახურულია. მთავრობა გეგმავს მის აღდგენას და ოფიციალური ტურისტულ მარშრუტად გადაკეთებას. ამაზე 7 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.

5
735
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
735
  
2012, 28 ნოემბერი, 23:03
რატო რა. სიცოცხლე არ მომბეზრებია მაგრამ მიყვარს ესეთი რაღაცეები :D
2012, 21 ნოემბერი, 0:24
მართლა? სიცოცხლე მოგბეზრდა?
2012, 20 ნოემბერი, 23:27
მეც გავივლიდი აქ
2012, 19 აგვისტო, 23:55
ვა მაგარია სიამოვნებიტ გავივლიდი +100
2012, 9 აგვისტო, 1:04
+1
0 1 5