x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვის მერია უარყოფს,რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა არასწორია
image
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი უარყოფს ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსით დაინფიცირებული გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური ხელისუფლება ამბობს.

"ვიღაც-ვიღაც პოლიტიკოსებს ამ ამბავზე ხელის მოთბობა სურთ"-აღნიშნავს მერი და დასძენს, რომ ინფიცირების ნებისმიერი ახალი შემთხვევის დროს, დაუყონებლივ იღებს ქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას.

მერმა ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ათასობით ადამიანია დაავადებული.

"მიმდინარეობს .მუდმივი მონიტორინგი, თუმცა მოსახლეობის ფართოდ ინფორმირების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება".


დღეისთვის რუსეთში აქამდე უცნობი შტამის კორონავირუსით ინფიცირებულია 59 პაციენტი, მათ შორის 14 ახალი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, ორი ჩინეთის და ერთიც რუსეთის მოქალაქე.




0
298
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0