საზოგადოება
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ყველა მსურველს, კარანტინიდან გადაიყვანენ" - ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ნანუკა ჟორჟოლიანი
2020, 14 მარტი, 20:49
ტელეკომპანია "მთავარი არხის" - ის ერთ - ერთი სახე და გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების გადაწყვეტილების ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კარანტინში მყოფ ყველა ადამიანს, ვისაც კი მარტო იზოლაციის საშუალება აქვს, შეუძლია სპეციალური ანკეტის შევსების შემთხვევაში ახალ მისამართზე გადავიდეს, ტელეწამყვანის თქმით, მსგავსი ინიციატივა მხოლოდ შექებას იმსახურებს: "დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვისაც სახლში, მარტო იზოლაციის საშუალება აქვს უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და შესაბამისი სამსახურები ყველა მსურველს, კარანტინიდან გადაიყვანენ ახალ მისამართზე. მარიამმა შეავსო ანკეტა. ზუსტად 15 წუთში დაურეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან. რამდენიმე წუთში დამირეკეს მე, რადგან მარიამმა ჩემი ნომერი მიუთითა. მოვიდნენ, ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანები, დაათვალიერეს ბინა, დარწმუნდნენ რომ ყველაფერი მზად არის და დაგვპირდნენ რომ შეეცდებიან დღესვე გადმოიყვანონ მარიამი შესაბამის მისამართზე. თუმცა, მარიამი გუშინ გადაიყვანეს უკარგეს სასტუმრო “სავანეთში” თელავთან ახლოს. უკარგეს პირობებში. უკარგესი მასპინძლებით.ამიტომ არ შეგეშინდეთ კარანტინის:) სავანეთი ორი კვირა მეც თუ მომიწყობს კარანტინს დიდი სიამოვნებით გავეშურები მათკენ. ამ პანიკის და დაძაბული გარემოს მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება და ხელისუფლების გადაწყვეტილებაც, ვისაც საშუალება აქვს მისცენ ინდივიდუალური თვითიზოლაციის უფლება ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს"- დაწერა ტელეწამყვანმა საკუთრ ფეისბუქგვერდზე.