x
image
ლურჯი თოლია
როგორ ემზადება საქართველოს ჰოსპიტლები კორონა ვირუსის სამართავად?

image

საქართველოს მთავრობამ დღეს საბოლოოდ მიიღო და შეადგინა გეგმა თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანამ კორონა ვირუსი და როგორ ემზადებიან პაციენტების ზრდის შემთხვევაში, მათ სამკურნალოდ.

გეგმა ა - ოთხი მნიშვნელოვანი სახელმწიფო საავადმყოფო ერთ დღეში უკვე დაიცლება და გახდება პირველი რიგის მიმღები, მოემზადება პაციენტების მისაღებად. ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა ( 140 საწოლი), გორის ჰოსპიტალი + ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის 1 სეგმენტი ( 11 საწოლი), ასევე ინფექციური საავადმყოფოს დარჩენილი რესურსი - ჯამში 440 საწოლი უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის იქნება დაცლილი კორონავირუსიანი პაციენტების მისაღებად.

გეგმა ბ - კერძო სექტორი. საავადმყოფოების ოთხ დიდ ქსელთან შეთანხმების შედეგად, საჭიროებს შემთხვევაში ევექსი, ავერსი, ნიუ ჰოსპიტალი და ღუდუშაურის ქსელის საავადმყოფოები გაათავისუფლებენ 3 600 ადგილს მოთხოვნიდან ორ დღეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

გეგმა გ - თუ კიდევ გაიზრდება შენთხვევები და იქნება საჭირო ახალი რესურსების დამატება, ზემოთ ჩამოთვლილი ქსელების სხვა საავადმყოფოებიც დაიცლება და მიიღებს კორონავირუსიან პაციენტებს.

ამჟამად საქართველოში 30 ადამიანს დაუდასტურდა კორონა ვისური.

0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0