საქართველო რა რეგულაციები დააწესა სახელმწიფომ კორონავირუსთან დაკავშირებით? 2020, 14 მარტი, 14:36 ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა პანდემია. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების არეალი მოიცავს მთელს მსოფლიოს და დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია 30 პაციენტი, რომელიც კორონა ვირუსის მატარებელია. საქართველოს სახელმწიფომ მიიღო მაქსიმალური ზომები თავდაცისათვის. ორშაბათიდან ანუ 16 მარტიდან თითქმის ყველა უწყება გადადის დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე: 1. ფოსტის ფილიალები იმუშავებენ კვირაში 4 დღე - ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე, ხოლო 20 მარტიდან ანალოგიური გრაფიკით მუშაობას განაგრძობს მხოლოდ 28 სერვისცენტრი; 53 სერვისცენტრი დროებით შეწყვეტს მუშაობას. 2. ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები კრედიტის მქონე პირებს 3 თვით უჩერებენ პროცენტის გადასახადს; 3. დისტანციურად იმუშავებს გაზის, წყლის და ელქტროენერგიის კომპანიების ოფისები; 4. ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრძანებით სამსახურში მისვლა ეკრძალება ყველა იმ საჯარო პირს, რომელიც უახლოეს პერიოდში იმყოფებოდა საზღვარგარეთ ან შემხებლობაში იყო ისეთ პირთან, ვინც ახლახანს დაბრუნდა საზღვარგარეთიდან. ასევე პირებს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან ორსულად არიან; 5. კერძო და სახელმწიფო კლინიკებს აქვთ ვალდებულება პაციენტებს ონლაინ რეჟიმში გაუწიონ კონსულტაცია და თუ აუცილებელი არ არის კლინიკამდე არ მიიყვანონ პაციენტი; 6. ეროვნული ბანკი იმ ფულს, რომელიც მოქცევაშია ამოიღებს და 14 დღე დახურულ სივრცეში შეინახავს. ამ პერიოდში კი სარეზერვო თანხებს ჩაუშვებს მიმოქცევაში; 7. თითქმის ყველა კერძო კომპანიამ საკუთარ თანმშრომლებს ერთჯერადი ხელთათმანები, პირბადეები და სადეზინფექციო სითხე დაურიგა; 8. ამ დროისთვის კორონა ვირუსით დაავადებული ერთი პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა; 9. შეზღუდვებია დაწესებული რესტორნებსა და კლუბებში. აკრძალულია ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა; 10. იმ ქვეყნებიდან დაბრუნებულ მგზავრებს, სადაც ვირუსია გავრცელებული მოუწევთ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. ასეთი ქვეყნების რიცხვი კი ყოველდღე იზრდება; ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იმაზე მოუთითებს, რომ სიტუაცია არ არის სახუმარო. ნუ გახვალთ ქუჩაში პირბადისა და ხელთათმანის გარეშე. დაიცავით საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა. მოეკიდეთ პასუხისმგებლობით შექმნილ ვითარებას და მაქსიმალურად ეცადეთ დარჩეთ სახლში. 5177 1-ს მოსწონს
|