ფოტოგრაფია «ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ»: 35 წარმოუდგენლად ლამაზი კადრი ადამიანების და ცხოველების ცხოვრებიდან 2020, 15 მარტი, 10:40 სტივ მაკ-კარი (Steve McCurry) პირველი ფოტოჟურნალისტი არის, ვინც ავღანეთის საომარი კონფლიქტის მოვლენები ფოტოებზე ასახა და უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, ის არაერთხელ აღმოჩენილა დაძაბული მოვლენების ეპიცენტრში. თუმცა, წინააღმდეგია, რომ მას «სამხედრო რეპორტიორი» უწოდონ, რადგან როგორც ამბობს, მას სიკვდილის გადაღებას, სიცოცხლის გადაღება ურჩევნია. ის არაერთხელ ყიფილა ავღანეთში, ინდოეთში, პაკისტანში, მოგზაურობდა ევროპაში და ამერიკის ორივე კონტინენტზე. მაგრამ, მთავარი სტივ მაკ-კარის ფოტოსურათებში, გეოგრაფიული მრავალფეროვნება კი არა, უნიკალურობა არის – მის ყველა ნამუშევარზე ემოციები და გრძნობებია ასახული, რომლიც ყველასთვის გასაგები და თითოეული ჩვენგანის სულში პოულობს გამოძახილს. აქ ცნობილი ფოტოგრაფის განსაკუთრებული კადრებია თავმოყრილი, რომლებიც ადამიანების და ცხოველების ერთიანობას და განსხვავებულობას გვახსენებს... მაგრამ, ყველაზე მეტად, — პატივისცემას, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება იმსახურებს ამ პლანეტაზე. ქალი, შავარდნით. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები ბიჭუნა ბატკნით. ინდოეთი მონადირე. მონღოლეთი ბაბუას და შვილიშვილს თხა მიჰყავთ სახლში. ინდოეთი მეგობრები. ავღანეთი კოვბოები. ბრაზილია P. S. მსგავსი თემატიკით ბევრი სხვა ფოტოგრაფაფია დაინტერესებულ. მაგ., ფოტომხატვარი ლენეტ ნიუველი (Lennette Newell) თვლის, რომ ყოველ ჩვენგანში რაღაც ცხოველური და ველური არის. მან არტ-კვლევა ჩაატარა და თავის ნაშრომს - «ადამიანები და ცხოველები», გამოფენაც მიუძღვნა, რომლის ნახვა, სან-ფრანცისკოში შეიძლებოდა, სადაც ცხოვრობს და მუშაბს ამ ფოტოსურათების ავტორი. გაგრძელება >>> ხოლო, ირლანდიელ ფოტოგრაფს ალან დიქსონს ყველა ცხოველთან შეუძლია დამეგობრება. ამის მტკიცებულება, აქ წარმოდგენილი ფოტოსურათებია, რომლებზეც ის სხვადასხვა ცხოველებთან ერთად არის გადაღებული. 923 4-ს მოსწონს
|