x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ცოცხალი იარაღი" საბჭოთა არმიაში, თან – ოფიციალური

image


დიდი სამამულო ომის დროს, საბჭოთა მეომრები, ხშირად «ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებს» იყენებდნენ. ასე იმ ძაღლებს ეძახდნენ, რომლებსაც სპეციალურად იმისთვის წვრთნიდნენ, რომ მტრის ტანკები აეფეთქებინათ. ოფიციალურად, ამ «იარაღს», «ტანკის გამანადგურებელ ძაღლი» ერქვა და სამხედრო შეიარაღებაში, 1935 წლიდან ფიქსირდება. (მიუხედავად იმისა, რომ II მსოფლიო ომის დაწყებამდე, კიდევ 4 წელი რჩებოდა, სტალინი ომისთვის აქტიურად ემზადებოდა*).

მოწინააღმდეგე «ტანკსაწინააღმდეგო ძაღლს» ვერ უმკლავდებოდა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეკიპაჟი ძაღლს შენიშნავდა, ტანკის ტყვიამფრქვევი ძაღლს მაინც ვერ სწვდებოდა, რადგან ჯერ ერთი, ის სწრაფად დარბოდა და ამასთან, მიწასთან ახლოს იყო და ტყვია, ვერანაირად მოხვდებოდა. ძაღლი ტანკის ქვეშ ძვრებოდა, ამ დროს სამიზნე სენსორი აქტიურდებოდა და ცხოველზე დამაგრებული ნაღმი ფეთქდებოდა. ცხოველი კი, რა თქმა უნდა, იღუპებოდა...

დროთა განმავლობაში, ვერმახტის ჯარისკაცებმა ძაღლების წინააღმდეგ, ტანკებზე ცეცხლსატყორცნების დაყენება დაიწყეს, რაც ძაღლების დასაფრთხობად, ძალიან ეფექტური საშუალება აღმოჩნდა — ძაღლი ცეცხლის დანახვისთანავე, ისევ პატრონთან ბრუნდებოდა, რაც საბჭოთა მეომრებს საფრთხეს უქმნიდა. ასეა იყო, თუ ისე, 1942 წლიდან, «ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებს», ისე აქტიურად აღარ იყენებდნენ. 2 წლის შემდეგ კი, ეს «იარაღი» ხმარებიდან ამოიღეს.


* ის, რაც, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ევროპაში ხდებოდა, საბჭოთა ხელისუფლებას ომისათვის მზადებისკენ უბიძგებდა... სტალინმა, ომის დაწყებამდე, მისთვის სამზადისი, თითქმის, 15 წლით ადრე დაიწყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ «იმ დღეს», ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვედროდა და ამისთვის, უდიდესი ფინანსური სახსრები იხარჯებოდა... თუმცა, მიუხედავად ამისა, გერმანიის თავდასხმა, საბჭოთა ხალხისთვის, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობა ასეთ მომზადებას და ომის კატასტროფულ დაწყებას შორის, კითხვებს აჩენს, რომელიც დღემდე აღელვებს როგორც მეცნიერებს, ისე ფართო საზოგადოებას. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მარსელებისთვის დედამიწა სარეზერვო პლანეტა იყო?

* ყველაზე სასტიკი ომი უძველეს დროში, რომელმაც არაერთი ქვეყანა იმსხვერპლა

* რჩევები მეხსიერების გასაუმჯობესებლად – საუკეთესო წამალი, პრევენციაა!



5
256
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
256
  
2023, 23 ივნისი, 23:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 ივნისი, 16:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2023, 17 ივნისი, 8:59
მადლობა, სრულიად მართალი ბრძანდებით, – სენსორს მაშინ რა უნდოდა? :) სხვა დროს, მსგავს ინფორმაციას, აუცილებლად გადავამოწმებ.
2023, 16 ივნისი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5