სისხლის სამართალი
მას 39 წლიანი პატიმრობა უსამართლოდ მიუსაჯეს და აი ვისი წყალობით არის ის დღეს თავისუფალი
2020, 13 მარტი, 13:46
ხშირად აღმოჩენილხართ უსამართლობის მსხვერპლი? და რას განიცდიდით ამ დროს? გაბრაზებას, ტკივილს, უმწეობას? გიფიქრიათ ოდესმე რას იგრძნობდით, თუკი ერთ მშვენიერ დღეს სრულიად უსამართლოდ, სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანდნენ? რიკი ჯექსონმა ეს საშინელი უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
ზუსტად 39 წლის წინ, რიკი ჯექსონი და მისი მეგობრები ძმები რონი და უაილი ბრიჯმენები ქალაქ კლივლენდში (შტატი ოჰაიო) ადგილობრივი ბიზნესმენის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ერთადერთ მტკიცებულებად კი 12 წლის ბიჭის სიტყვები იქცა, რომელიც ამტკიცებდა რომ დანაშაულის ადგილზე მან კრიმინალები საკუთარი თვალით ნახა.
ძმები ბრიჯმენები 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო ჯექსონს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 39 წლის შემდეგ, უკვე ზრდასრულმა მოწმემ სიმართლის დამალვა ვეღარ შეძლო და გადაწყვიტა ყველაფრისთვის ნათელი მოეფინა. როგორც გაირკვა, დეტექტივები, რომლებიც მოკლული ბიზნესმენის საქმეს იძიებდნენ, ბიჭს სამი მეგობრის სახელის დასახელება აიძულეს.
სამართლიანობა აღდგა! ხელისუფლებამ რიკი ჯეკსონს და ძმებ ბრიჯმენებს ბოდიში მოუხადა და კომპენსაციის სახით 2 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა.