სისხლის სამართალი "ამერიკის ეროვნული სკანდალი“ – 10 წლის განმავლობაში კომაში მყოფმა პაციენტმა ბავშვი გააჩინა 2019, 15 ივლისი, 15:25 არიზონას შტატში, სექსუალური ძალადობის უპრეცენდენტო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციამ ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკის ერთ - ერთმა პაციენტმა ბავშვი გააჩინა. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ რითია ეს შემთხვევა გამორჩეული? იმით, რომ გოგონა უკვე 10 წელიწადზე მეტია კომაშია. უფრო მეტიც, მშობიარობის შემდეგ, ის გონზეც კი არ მოსულა. ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა და მის სიცოცხლეს უკვე აღარაფერი ემუქრება.გოგონა რომ ფეხმძიმედ იყო მედპერსონალის ვერ ერთი წევრი ვერ ხვდებოდა, ისინი ყველაფერს მხოლოდ, მას შემდეგ მიხვდნენ, რაც ორსულს მშობიარობა დაეწყო. როგორც ცნობილია, გოგონა კომაში 10 წლის წინ ჩავარდა, როცა ის ოკეანეში მეგობრებთან ერთად ცურავდა, მას შემდეგ ის გონებაზე აღარ მოსულა.ამ უპრეცენდენტო შემთხვევის შემდეგ, მასთან მამაკაც პერსონალს ქალების გარეშე აღარ უშვებენ, ძირითადად პაციენტის მოვლაზე პასუხისმგებლობა კლინიკის ქალ თანამშრომლებს ეკისრება. ადმინისტარაციას, რაიმე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს, ვინაიდან საქმე ძიებაშია გადაცემული.მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში კალეიდოსკოპური სიჩქარით გავრცელდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა, ყველა ერთხმად - დამნაშავის, კანონის უმკაცრესი ძალით დასჯას ითხოვდა. საზოგადოების უმრავლესობას კი ეჭვი პერსონალზე აქვს, ამიტომ მამობის დადგენის მიზნით, ისინი პოლიციას პირველ რიგში, დნმ ტესტის ჩატარებას ურჩევენ. ყველა, გამოძიების დასრულების მოლოდინშია, რათა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმის ყველა დეტალს საბოლოოდ ნათელი მოეფინოს.977 შეფასება არ არის |