x
image
ვლადიმერი1123
ინგლისური სეტერი

imageimage

ინგლისური სეტერი
(ლავერაკი)





ინგლისური სეტერი არის გერძებეწვიანი უნივერსალური მონადირული თვისებებით დაჯილდოვებული მონადირე ძაღლი, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.


ჯიშის გამოყვანა 1885 წელს ედვარდ ლავერაკმა დაიწყო, ამ საქმეს მან 35 წელი შეალია. ე. ლავერაკმა წყლის სპანიელის, ესპანური მეძებრისა და სპინგერ სპანიელის შეჯვარებით მიიღო ინგლისური სეტერის თანამედროვე ჯიში. თავიდან ამ ჯიშს ედვარდ ლავერაკის საპატივსაცემოდ ლავერაკი ეწოდა, დროთა განმავლობაში კი ინგლისური სეტერის სახელით დამკვიდრდდა.


ინგლისური სეტერის დაბადების დღედ შეგვიძლია ჩავთვალოთ
1859 წლის 28 აპრილი, როდესაც ინგლისის ქალაქ ნიუკასლში გამართულ ძაღლების გამოფენაზე პირველად იქნა წარდგენილი ინგლისური სეტერის ჯიშის ძაღლი.


ინგლისურმა სეტერმა ყველაზე დიდი პოპულარობა და გავრცელება ჰპოვა საფრანგეთში. რუსეთში ის პირველად შემოყვანილ იქნა 1880 წელს სანქტ-პეტერბურგში, უ.დ. ლლიუელლინას მიერ. რუსეთში ინგლისური სეტერი წლების განმავლობაში შემოყავდათ საფრანგეთიდან
და ბელგიიდან. სამწუხაროდ უცნობია პირველად როდის მოხდა ინგლისური სეტერის საქართველოში შემოყვანა.


ინგლისური სეტერი ითვლება რომ ის არის სრულყოფილი მონადირე ძაღლი. მისთვის დამახასიათებელია მკაფიოდ გამოხატული მონადირული აზარტი, რაც მას საშუალებას აძლევს ინადიროს დიდხანს, აქვს უნიკალური და კარგი ყნოსვა. აკეთებს ნაბულს სხვადასხვა პოზაში, რაც დამოკიდებულია სანადირო ადგილის რელიეფზე და სანადირო ობიექტის სახეობაზე.


დამატებით ინფორმაცია ნახეთ ლინკზე: http://zooclub.ru/dogs/porod/setter.shtml



imageimageimageimage




0
446
2-ს მოსწონს
ავტორი:ვლადიმერი1123
ვლადიმერი1123
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0