x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გურჯაანში იტალიიდან ჩამოსულმა ახალგაზრდამ თვითიზოლაციის წესი დაარღვია
image

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია.ამის შესახებ ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.



შემთხვევა გუშინ მოხდა, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი აღნიშნავს, გადამოწმების მიზნით მას საცხოვრებელში მიაკითხა, რა დროსაც იგი სახლში არ დახვდა.იგი მეზობელთან იყო გადასული.

აღნიშნული პიროვნება 4 მარტს დაბრუნდა იტალიიდან.



"ეს ადამიანი თვითიზოლაციაში დაახლოებით 6 დღეა, რაც იმყოფება. მან დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი. რეაგირების მიზნით პოლიცია ჩავრთეთ. მას მიეცა მკაცრი გაფრთხილება და თუ კიდევ დაარღვევს, მოუწევს საკარანტინო სივრცეში გადაყვანა”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მანანა გოგაშვილმა.


საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების მონაცემებით, კახეთში თვითიზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება, აქედან ახმეტის მუნიციპალიტეტში 10, გურჯაანში 7, თელავში 14, ლაგოდეხში 5, საგარეჯოში 7, სიღნაღში 8 და ყვარელში 6.მათ უმეტესობას იტალიაში და ჩინეთში მოგზაურობის ისტორია აერთიანებთ.




1
574
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
574
  
2020, 9 აპრილი, 8:59
დაარღვია? გაარღვიეთ...
0 1 1