x
image
ტორნადო07
კუპიდონი, სიყვარულის ღვთაება
imageკუპიდონი რომაული მითოლიგიის გმირი, ვენერას შვილი და წმინდა ვალენტინის დღის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ეს არის მხიარული პატარა ანგელოზი მშვილდ-ისრით, რომელიც ძალიან კარგად ისვრის ისრებს. იმ ადამიანებსა და ღმერთებს, რომლებსაც კუპიდონის ისარი ხვდებათ ერთმანეთი უყვარდებათ. ძველ საბერძნეთში კუპიდონის ანალოგიას აფროდიტას შვილი ეროსი წარმოადგენდა.

ერთ-ერთი მითი გვიამბობს გულისამაჩუყებელ ისტორიას კუპიდონისა და პსიქეას სიყვარულის შესახებ. კუპიდონის დედას არ ესიამოვნა ადამიანის არამიწიერი სილამაზე და მან კუპიდონს მისი დასჯა დაავალა. ამის მაგივრად კუპიდონს შეუყვარდა პსიქეა და ცოლად შეირთო. მაგრამ რადგან ადამიანებს ღმერთების ნახვა ეკრძალებათ პსიქეამ არ იციდა როგორ გამოიყურებოდა მისი მეუღლე.

პსიქეა ბედნიერი იყო მანამ, სანამ დებმა არ დაარწმუნეს ქმრისთვის ეთვალთვალა და გაერკვია, როგორ გამოიყურებოდა. კუპიდონი გაბრაზდა და დასაჯა პსიქეა. მან ის მიატოვა და მასთან ერთად გაქრა მშვენიერი ციხესიმაგრე და ბაღები სადაც შეყვარებულები ცხოვრობდნენ. პსიქეა მარტო დარჩა და ძალიან იტანჯებოდა. მან გადაწყვიტა ვენერას ტაძარში მისულიყო და დახმარება კუპიდონის დედისთვის ეთხოვა. ვენერამ გადაწყვიტა დაეღუპა გოგონა, რადგან არ უყვარდა, მისი სილამაზის გამო. ვენერა პსიქეას ძალიან რთულ დავალებებს აძლევდა და ჯილდოდ კუპიდონის ნახვა შესთავაზა. პსიქეა ყველაფერზე მზად იყო სატრფოს გამო.

პსოქეას ბოლო დავალებას პანდორას ყუთის (მასში პლუტონის ცოლის სილამაზე ინახებოდა) ქვესკნელში ჩატანა იყო. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეხსნა პანდორას ყუთი. მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია ქალს და მან გახსნა ყუთი. ცბიერ ვენერას კი ყუთში მკვდარი ძილი ჰქონდა ჩამალული, რომელმაც დააძინა ქალი და დასაჯა ცნობისმოყვარეობისათვის.


კუპიდონმა იპოვა სატრფო, გამოაღვიძა და ყველაფერი აპატია. აღფრთოვანებულმა ღმერთებმა პსიქეას ქალღმერთის ტიტული უბოძეს.


1
781
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
781
  
0 1 1