კახეთი ვინ დაბრუნდა იტალიიდან დედოფლისწყაროში და არსებობს თუ არა კორონავირუსის საფრთხე? 2020, 10 მარტი, 12:27 რამდენიმე დღეა დედოფლისწყაროში აჟიოტაჟი არ ცხრება იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტში იტალიიდან დაბრუნდა ერთერთი მოქალაქე, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი ყოფილიყო სხვა ადგილობრივებისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ირწმუნება, რომ იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეობს, არაერთი კვლევა ჩაუტარდა და ის თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება. „დედოფლისწყაროს მოქალაქეები, რომლებიც მოგზაურობის ისტორიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, დღეის მდგომარეობით არიან ჯანმრთელები, მათ შორის მერაბ სიბაშვილიც. მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრებიდან კიდევ რამოდენიმე დღე აღნიშნულ მოქალაქეს ვუტარებდით თერმომეტრიზაციას. მას არ აქვს არანაირი ჩივილები და არის ჯანმრთელი, “ - ნათქვამია ჯანდაცვის ადგილობრიოვი ცწენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „დედოფლისწყაროში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე არ გვყავს. მეგობრებო პანიკის საფუძელი არ გაქვთ. გთხოვთ ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, “ - აღმნიშნავს ეპიდემიოლოგი ლალი ალადაშვილი. სოციალურ ქსელში დედოფლისწყაროელების მისამართით მიმართვას ავრცელებს იტალიიდან დაბრუნებული ახალგაზრდის დედა მაია ნატროშვილიც „მივმართავ დედოფლისწყაროს მოსახლეობას. ჩემი შვილი სამი კვირის უკან ნეაპოლიდან დაბრუნდა დედოფლისწყაროში და გაიარა აეროპორტში შესაბამისი შემოწმება. ჩემი შვილი ძალიან კარგად გრძნობს თავს უფლის მადლით. ადგილობრივი ჯანდაცვაც საქმის კურსშია რომ ბიჭი ჯანმრთელია. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი რაიონში ვიღაც არანორმალურმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემი შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.კატეგორიულად მოვითხოვ შეწყვიტეთ ცრუ ინფორმაციის გავრცელება.თუ არადა აღვძრავ სისხლის სამართლის საქმეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და მორალური ზიანის მიყენებისთვის, “ - აღმნიშნავს მაია ნატროშვილი. დღეის მდგომარეობით 55 ადამიანი არის თვითიზოლაციაში კახეთის რეგიონში. ახმეტაში 10, გურჯაანში 9, თელავში 11, ლაგოდეხში 5, საგარეჯოში 6, სიღნაღში 9 და ყვარელში 5 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. დედოფლისწყაროში არცერთ მათგანს აღარ აქვს თვითიზოლაცია, მათ ეს ვადა უკვე ამოეწურათ. 989 შეფასება არ არის
|