x
image
კატაპულტი
ვინ არის 16 წლის ქართველი გოგო, რომელიც ერთ-ერთმა გამოცემამ რეპერ ემინემის გამოწვევის გამარჯვებულად დაასახელა?

image
2020 წლის თებერვლის მიწურულს, უფრო ზუსტად კი 25 თებერვალს ამერიკელმა რეპერმა ემინემმა, იგივე მარშალ მაზერსმა, მის ფანებს გამოწვევა შესთავაზა, რომლის მიხევითაც მათ უნდა გაერეპათ ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის “GODZILLA"-ს ბოლო ნაწილი, რომელშიც თავად რეპერმა თავისივე რეკორდი მოხსნა და 31 წამში 224 სიტყვა წარმოთქვა. . გამოწვევა 25 თებერვალსვე გავრცელდა Twitter-სა და Instagram - ის მეშვეობით. მომღერალს აინტერესებდა, შეეძლო თუ არა მისი თაყვანისმცემლებიდან რომელიმეს იგივეს გამეორება. გამოწვევაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, თუმცა გამოცემა “SOUTHPAWER"-მა გამარჯვებულად 16 წლის ქართველი გოგო, ნინი ჩილაჩავა დაასახელა. ის ზუგდიდში ცხოვრობს და ამავე ქალაქის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ხსენებული გამოცემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ ერთი გამარჯვებული უნდა დაესახელებინათ და ეს ნინი ჩილაჩავაა, რომლის ვიდეოსაც ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. “ ეს არის მომენტი, როდესაც მშვენიერება და ნიჭი ერთადაა თავმოყრილი"- აცხადებს გამოცემა.

როგორც თავად ნინი ჩილაჩავა აცხადებს, გამოწვევაში მონაწილეობა მისი მეგობრების დაჟინებული თხოვნის შედეგად გადაწყვიტა. 16 წლის ზუგდიდელი გოგონას FACEBOOK - გვერდზე უამრავი მისალოცი კომენტარია და მას წარატებებს უსურვებენ.

წარმატება ვუსურვოთ ჩვენც ნიჭიერ ნინი ჩილაჩვას!

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომლითაც ნინიმ გამოწვევაში მონაწილეობა მიიღო

0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0