x
image
კატაპულტი
რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და აქვს საქართველოს ჰიმნებს ,,დიდება"-სა და ,, თავისუფლებას"-ს?!

image
სახელმწიფო სიმბოლიკების სწორად შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, როგორც მისი განვითარების სტრატეგიისა და წყობის არსებობა. სახელმწიფო სიმბოლიკები - დროშა, ჰიმნი და გერბი გამოხატავენ ქვეყნის ისტორიას, წარსულს, აწმყოსა და მომავლის მიზნებს.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ჰიმნებს “დიდება"- სა და “თავისუფლებას". პირველი მათგანი, სახელმწიფო ჰიმნს წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის 1918-1921 წლებსა და საქართველოს რესპუბლიკისათვის 1991-2004 წლებში.მისი ტექსტი შემდეგი სახის იყო:

“დიდება ზეცით კურთხეულს!

დიდება ქვეყნად სამოთხეს!

ტურფა ივერსა,

დიდება ძმობას, ერთობას!

დიდება თავისუფლებას!

დიდება სამარადისო

ქართველ მხნე ერსა!

დიდება ჩვენსა სამშობლოს!

დიდება ჩვენი სიცოცხლის

მიზანს დიადსა!

ვაშა! ტრფობასა, სიყვარულს,

ვაშა! შვებასა, სიხარულს,

სალამი ჭეშმარიტების

შუქ - განთიადსა."

აღნიშნული ჰიმნის ტექსტისა და მუსიკის ავტორი გახლდათ კოტე ფოცხვერაშვილი.

“დიდება" 1918 წლის ქართველი ერის შემართების ზუსტი გამომხატველია. ჰიმნის ტექსტი თავისუფლებისათვის ბრძოლის აღმნიშვნელია.ის სიყვარულისა და ერთობისაკენ მოწოდებაცაა.ამასთან, სიტყვა “დიდება" შვიდჯერაა ნახსენები, რაც სრულყოფილებისა და ჰარმონიულობის გამომხატველია.

“დიდებისაგან" განსხვავებით, “ თავისუფლების" ტექსტი შედგენილია ფრაზებით ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან ( აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანისა და გალაქტიონ ტაბიძის). მუსიკის ავტორია ზაქარია ფალიაშვილი, ჰიმნად კი დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ. ამჟამინდელი ჰიმნი გამოხატავს თავისუფლემოპოვებული ერის სათქმელს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.აი, მისი ტექსტიც:

“ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი

წილნაყარია ღმერთთანა,

თავისუფლება დღეს ჩვენი,

მომავალს უმღერს დიდებას.

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის,

ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება!"

ამ ორი ჰიმნის თაობაზე დღესაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ზოგს “დიდება" ურჩევნია, ზოგსაც “თავისუფლება", თუმცა თითოეული ქართველისათვის ორივე მათგანი პატივსაცემი უნდა იყოს.


ასევე საინტერესოა:

ბევრისთვის უცნობი მსოფლიოს საოცარი ნაგებობები (+ფოტოები)

აფხაზური ანდაზები – ეს საინტერესოა!



2
152
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
152
  
2020, 26 იანვარი, 10:54
ზოგადად,ჰიმნი,დროშა და გერბი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფოსათვის და ის უნდა გამოხატავდეს ქვეყნის რეალურ სწრაფვას არსებობისთვის და გადარჩენისთვის. ჰიმნი შესაძლოა განხილული იყოს როგორც მისია ანუ რისი განხორციელება სურს მომავალში. არც "დიდების" და არც "თავისუფლების" ტექსტი რეალურ ცხოვრებაში არ განხორციელებულა. ორივე ჰიმნში ნახსენებია "დიდება თავისუფლებას" და პირველ რიგში ეს არ სრულდება რეალობაში. სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ჟორდანიას ხელმძღვანელობით იყო პირველი მტერი თავისუფლების და ეხლაც სოციალ-დემოკრატიული მთავრობა გვყავს რომელიც ასევე მტერია თავისუფლების. პრობლემა არის თავისუფლების არსის გაგებაში და ჯერაც ვერ გაიაზრა ქართველმა ხალხმა მისი მნიშვნელობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთი მთავრობას არ უცდია განვითარება იმისათვის,რომ მართლა თავისუფალი გამხდარიყო ქვეყანა. ამ დროის განმავლობაში სულ გვიწევდა სხვა სახელმწიფოების დაკრულზე ცეკვა და ეს არ არის თავისუფლება. არც ქვეყანაში არიან ადამიანები თავისუფლები და ისინი იზღუდებია ყველანაირად მთავრობების მიერ. ჰიმნში დაწერილი სიტყვები არის სიტყვები მხოლოდ და რეალურ ცხოვრებაში არ ტარდება. სიტყვა სიტყვაა და საქმე კი სულ სხვა. მე,საქართველოს მოქალაქე არ ვგრძნობ თავს თავისუფალ ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყნების მიერ კონტროლდება ჩვენი ამოცანები და მიზნები,ხოლო ჩემს პირად თავისუფლებაში ყოველდღიურად ვგრძნობ სახელმწიფოს ხელის ჩაყოფას. მესმის,რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია არის ასეთი,მაგრამ არც რაიმეს მცდელობა ჩანს,რომ ქვეყანა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი,ქართველი ხალხი გეგმავდეს,ირჩევდეს მის დღევანდელობას და მომავალს. სიმბოლიკა გამოხატული ჰიმნით,გერბით და დროშით კარგია,მაგრამ განხორციელებული საქმეები კი ძალიან ცუდ მომავალს გვიქადდის.
2020, 26 იანვარი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2