ვარსკვლავები ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ყველაზე ცნობილი პლუს - ზომის მოდელების მეორე ნახევრები 2020, 8 მარტი, 18:03 დღესდღეობით, პლუს - ზომის მოდელები არა მხოლოდ მოდის - ინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენლები, არამედ სამოქალაქო აქტივისტები, სოციალური "ტრენდსეტერები" (ტრენდსეტერი – ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის ტენდენციას, მოდას, გვკარნახობს წესებს და ყავს ბევრი მიმდევარიც. ტერმინი "ტრენდსეტერი" პირველად 1903 წელს ფრანგმა სოციოლოგმა, გაბრიელ ტარდმა გამოიყენა. ტარდი იკვლევდა, თუ როგორ ვრცელდებოდა ინოვაციები მასებს შორის და დაადგინა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო სწრაფად იღებს და ეგუება სიახლეებს, ვიდრე უმრავლესობა) და ბევრი ადამიანისთვის ერთგვარი მისაბაძი მაგალითები არიან. ისინი საკუთარი გარეგნობით ამტკიცებენ, რომ სილამაზე ბევრი არასდროს არის, და მათ ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, მათი საყვარელი მამაკაცებიც სრულებით იზიარებენ. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ ვინ არიან ყველაზე ცნობილი ფუმფულა ფორმების მქონე მოდელების მეორე ნახევრები.ტეს ჰოლიდეიტესის რჩეული - ფოტოგრაფი ნიკ ჰოლიდეია, რომელთანაც მოდელს 2016 წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბოუი დაარქვეს. (შეგახსენებთ, რომ მოდელს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი - რაილი ჰყავს)ეშლი გრემიგოგონა უკვე 10 წელია ქორწინებში იმყოფება კინოოპერატორ ჯასტინ ერვინთან. ეშლი და ჯასტინი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ, მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც აიზეკი დაარქვეს.კენდის ჰაფინისააგენტო "IMG Models" - ის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის კენდის ჰაფინის რჩეული მეთ პაუერსია, წყვილი ოფიციალურ ქორწიებაში 2010 წლიდან იმყოფება.ანანსა სიმსიცნობილი ამერიკელი ფოტომოდელის ანანსა სიმსის მეუღლე "ნაციონალური საფეხბურთო ლიგი" -ს ყოფილი ფეხბურთელი დევიდ პატერსონია, რომელიც პლიუს - ზომის მოდელზე უკვე 10 წელია რაც დაქორწინებულია. წყვილი 3 შვილს ზრდის.724 შეფასება არ არის |