საბუნებისმეტყველო უკვე ცნობილია, რატომ არის მამაკაცის სიცოცხლე ქალის სიცოცხლეზე ხანმოკლე 2020, 17 მარტი, 10:54 ახალი სამხ. უელსის უნივერსიტეტის (The University of New South Wales, UNSW, ავსტრალია) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მამაკაცები ქალებზე ადრე, ცხოვრების წესის გამო კი არა, Y-ქრომოსომის განსაკუთრებულობის გამო იღუპებიან. კვლევის შედეგები კი, პრეს–რელიზში (Why men (and other male animals) die younger: It's all in the Y chromosome), Phys.org-ზე გამოაქვეყნეს. მეცნიერებმა იმ ჰიპოთეზის ტესტირება მოახდინეს, რომლის მიხედვით Y-ქრომოსომას, ჰეტეროგამეტური სქესის (XY) ანუ მამაკაცის ორგანიზმის სრულყოფილად დაცვა არ შეუძლია. მდედრობითი სქესის (XX) ორგანიზმში ორი X-ქრომოსომია, ანუ სასქესო გენის ორი ასლია. ამიტომ, თუ ერთ ქრომოსომში დეფექტური დნმ-ი აღმოჩნდება, მისი კომპენსირება მეორე ქრომოსომის ნორმალური დნმ-ით ხდება. ამიტომ, ქალის ორგანიზმი, გენეტიკური დეფექტების გავლენისგან, უფრო დაცულია. მეცნიერებმა, კვლევის ფარგლებში, მხოლოდ პრიმატების კი არა, სხვა სახეობის ძუძუმწოვრების, ფრინველების, ქვეწარმავლების, ამფიბიების, თევზების და მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობის ანალიზი მოახდინეს და აღმოჩნდა, რომ ჰეტეროგამეტური (XY) სქესის წარმომადგენლების სიცოცხლე, ფაუნის ყველა კლასში, საშუალოდ, 17, 6 % უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ჰომოგამეტური (XX) სქესის წარმომადგენლების სიცოცხლის ხანგრძლივობა. მეცნიერებმა, კვლევის დროს, ერთი ანომალიაც აღმოაჩინეს, რომლის ახსნას ჯერ-ჯეროვით არ შეუძლიათ. კერძოდ, გაირკვა, რომ ძუძუმწოვრებში, მდედრების სიცოცხლე, მამრების სიცოცხლეზე 21% ხანგრძლივია. ხოლო, ფრინველებში და მწერებში, იგივე მაჩვენებელი, მხოლოდ 7 %-ის ტოლია. არხის სხვა სიახლეები:
|
|