სხვა დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა 2020, 10 მარტი, 10:31 მეტყევეს, რომლის ქოხი ტყის მახლობლად იდგა, ჭიშკრის მხრიდან, ცხოველის ღრენის ხმა შემოესმა. თავიდან, იფიქრა, მომეჩვენაო და ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც ხმა განმეორდა, ჭიშკარი გააღო და თვალებს არ დაუჯერა – ღობესთან დათვი იდგა.
— არც მახსოვს, სახლში როგორ შევედი და თოფი როგორ ავიღე, მაგრამ ისიც გავიაზრე, რომ დათვი ტყუილად არ მოვიდოდა — გაიხსენა მოგვიანებით მან. ის ჭიშკართან დაბრუნდა და ჰაერში 2-ჯერ გაისროლა. დათვი კი, უკანა თათებზე იდგა და თავდასხმას არც კი აპირებდა. როდესაც ის დარწმუნდა, რომ ადამიანის ყურადღება მიიქცია, მიბრუნდა და ტყისკენ წავიდა, თან დროდადრო უკან იყურებოდა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანი მას მიჰყვებოდა. სწორედ მაშინ მიხვდა მეტყევე, – დათვს რაღაც პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, რომ მას გაჰყოლოდა. დათვმა ის ტბასთან მიიყვანა და კაცმა მის ნაპირზე, სათევზაო ბადეში გახლართული დათვის ბელი დაინახა. როგორც ჩანს, დათვმა თვითონ ვერ შეძლო ბელის ბადედან გამოხსნა და ადამიანის მოსაძებნად წავიდა. მეტყევემ დანა ამოიღო და ფრთხილად დაიწყო ბადიდან ბელის გამოხსნა — 5 წუთში ბელი უკვე თავისუფალი იყო და დედა დათვმა შვილი ტყის სიღრმისკენ წაიყვანა. დათვმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შვილის გადასარჩენად, დახმარებისთვის ადამიანს მიმართა. კარგია, რომ მას გამოცდილი მეტყევე შეხვდა და ყველაფერი კარგად დასრულდა. ამ შემთხვევამ კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ცხოველები მოაზროვნე არსებები არიან და მათ ისეთივე გრძნობები და განცდები გააჩნიათ, როგორიც ჩვენ.P. S. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველები ადამიანთან მხოლოდ დახმარების სათხოვნელად არ მიდიან. მათ შეიძლება, ჩვენი დახმარების სურვილიც გაუჩნდეთ და ამ შემთხვევაში, საუბარი შინაურ ცხოველებზე არ არის: ინდონეზიელი ფოტოგრაფი ანილ პრაბხაკარი, ორანგუტანების პოპულაციის დაცვის ფონდის (ფონდი 1991 წელს დაარსდა. ამჟამად იქ 400-მდე თანამშრომელია, რომელიც, დაახლოებით, 650 ორანგუტანზე ზრუნავს. რედ.) ტერიტორიაზე, უჩვეულო მომენტის მოწმე გახდა. კერძოდ, მან დაინახა და კამერით დააფიქსირა, თუ როგორ შეეცადა პრიმატი ადამიანს დახმარებოდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:
1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს 5. იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა 6. «ტვინი ორგანიზმს მართავს, ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას» – მეცნიერების ახალი აღმოჩენა 1138 4-ს მოსწონს
|