x
image
sweet one
თუ ჰერპესის მსხვერპლი ხარ.
image


თუკი სარკეში ჩაიხედე და ტუჩის კუთხეში წამოსკუპებული, პატარა ბუშტუკი იხილე, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, შენც ჰერპეს-ვირუსის მსხვერპლი ხარ.


სტატიაში საუბარია ჰერპესის გამომწვევ მიზეზებზე, და ასევე მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც ასეთ დროს დაგეხმარება და ტანჯვას შეგიმსუბუქებს.




ჰერპესის გამო ხასიათს ნუ გაიფუჭებ!!

რა მოხდა მერე? ვის არ ჰქონია?


როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, პირველი ტიპის ჰერპეს-ვირუსით, რომელიც იწვევს ტუჩთან ე.წ. ''ნათაგვარის'' გაჩენას, მოსახლეობის 95%-ია დასნებოვნებული. თუკი ვირუსი ერთხელ მაინც მოხვდა შენს ორგანიზმში, მისი გამოდევნა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ აუცილებლად ავად უნდა გახდე და მთელ სხეულზე გამოგაყაროს. ვირუსი, ორგანიზმში, მიძინებულ მდგომარეობაშია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არის მიზეზები, რომლებიც მის გამოფხიზლებას იწვევს.


ესენია:

1. ორგანიზმის გადახურება, ან გადაცივება.


2. მზის სხივები.


3. ინტოქსიკაცია.


4. სტრესი.


5. გადაღლა.


6. გამოფიტვა.


7. მენსტრუაცია. (მოუწესრიგებელი, ან თუ ასეთ დღეებში საკუთარ თავს სათანადოდ არ უვლი.)


8. ცუდი კვება. (ვიტამინების ნაკლებობა)


9. მკაცრი დიეტა. (საერთოდ, დიეტოლოგის გარეშე დიეტა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიცვა. ამ გზით, შესაძლოა, იმაზე უფრო რთული პრობლემები შეიქმნა, ვიდრე ჰერპესის ვირუსია.)


ჰერპესული გამონაყარის შემთხვევაში, მეტად ეფექტურია ანტივირუსული კრემები და მალამოები, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი მკურნალობას პირველი ნიშნის გამოჩენისთანავე დაიწყებ და მდგომარეობის გამწვავებას არ დაელოდები.

ექიმები, კორტიკოსტეროიდების წასმას (ჰიდროკორტიზონის მალამო, ფლუცინარი და ა.შ.) არ გვირჩევენ. მართალია ქავილს მოგიხსნის, მაგრამ განკურნების პროცესი შეფერხდება და შენი ტანჯვაც გაგრძელდება.


დაიმახსოვრე: თუკი კრემები და მალამოები არ გშველის და გამონაყარი დღითიდღე იმატებს, უთუოდ, ყოველმიზეზგარეშე, ექიმს მიმართე. შეიძლება ანტივირუსული პრეპარატების მიღება დაგჭირდეს.

და კიდევ: თუკი შენს მეგობარს ჰერპესის ვირუსი აქვს, სანამ არ გაუვლის ეცადე შეხვედრისას არ გადაკოცნო, თორემ დიდი შანსია, რომ შენც გადმოგედოს. იმ შემთხვევაში, თუ იმდენი არ ესმის, რომ თავი აგარიდოს, პირდაპირ აუხსენი შენი ასეთი ქცევის მიზეზი.

6
3427
7-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
3427
  
2015, 10 დეკემბერი, 22:00
მე მაქვს ქრონიკული ჰერპესი ბავშვობიდან მოყოლებული გამიმწარა სიცოცხლე, მაგრამ ჩემი შვილი ჯანმრთელი დაიბადა სრულიად
2013, 9 აპრილი, 13:02
герпевир<< უძალიანუკარგესი)))) მაზია ჰერპესის წინააღმდეგ.
2012, 3 სექტემბერი, 1:05
chemi shvili 15 wlisaa da jer ar aqvs magram me 15 wlidan mayris da ert wels etyoba gacivdi urekshi da 7 herpesma gamomayara ertdroulad tuchze ,erti kviris win kidev gamomayara ,kidev zghvaze gavcivdi,magram silikons videb da zoreks visvam
2012, 13 აგვისტო, 23:06
+1
2012, 8 აგვისტო, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6