x
image
sweet one
სასქესო ორგანოებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება - ინტიმური ჰიგიენა

image* ალბათ შეგიმჩნევია, რომ სასქესო ორგანოების კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათი მოვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს.


* სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, იმისთვის, რომ თავიდან აიცილო ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება არასწორი მოვლის მიზეზით გაგიჩნდეს.



რჩევა #1. გარეთა სასქესო ორგანოები მხოლოდ რბილი საპნით დაიბანე და მაშინვე თბილი წყლით საგულდაგულოდ ჩამოიბანე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საპონი დაგრჩეს, რამაც შეიძლება ანთება გამოიწვიოს.

რჩევა #2. უმჯობესია ინტიმური საპონი გამოიყენო. დაუშვებელია საშოს დაბანა ჩვეულებრივი საპნით, რადგან ამან შეიძლება სასარგებლო ბაქტერიების განადგურება გამოიწვიოს, რასაც ლორწოვანი გარსის ანთება და ქავილი მოჰყვება. სპეციალური ინტიმური საპონი კი ბაქტერიულ ფლორას ნორმის ფარგლებში შეინარჩუნებს და ინფექციებისგანაც დაგიცავს.


* მისი შეძენა შეგიძლია CITY PHARMA- ში.


imageრჩევა #3. მოერიდე ფერად, დანამატების შემცველ საპონს, რადგან მასში შემავალი ქიმიური დანამატები სასქესო ორგანოების ნაზ კანს უთუოდ გაგიღიზიანებს. იგივე შემიძლია გითხრა ანტიბაქტერიულ საპნებზეც, რომლებიც საშოში არსებული სასარგებლო ბაქტერიული ფლორის განადგურებას გამოიწვევს.
რჩევა #4. სასქესო ორგანოებზე წყალი შეიშრე პირადი პირსახოცით ან სპეციალური საშრობით. ერთი და იგივე პირსახოცი შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ ერთი დღე - დილით და საღამოს, არამც და არამც მეორე დღეს, რათა თავი დაიცვა ინფექციებისგან.
რჩევა #5. და კიდევ, ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, შენს პირად პირსახოცს ნუ გარეცხავ სხვა პირსახოცებთან (თუნდაც ისინიც შენი იყოს) ერთად.

1
1110
6-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1110
  
0 1 1