საბუნებისმეტყველო აღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას? 2020, 18 მარტი, 12:06 ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ განამარხებულ დინოზავრის სხეულში, რომელიც 75 მლნ. წლის წინ ცხოვრობდა, კარგად შენახული უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებშიც თითქოს, დინოზავრის დნმ-ი იყო შემონახული, მთელს მსოფლიოში, ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზოგიერთი ამ ინფორმაციამ შეაშფოთა, ზოგი კი, პირიქით – გაახარა, რადგან პერსპექტივაში, ნამდვილი «იურული პერიოდის პარკის» შექმნის და დინოზავრების ხილვის შესაძლებლობა დაინახა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის!
დღესდღეობით ცნობილია, რომ დნმ-ს ნახევრად დაშლის პერიოდი 521 წელია. ხოლო, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, ეს დრო, შეიძლება, რამდენიმე მილიონი წლით გახანგრძლივდეს. მაგრა, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, 5 მილიონი წლის შემდეგ, მისი წაკითხვა შეუძლებელი იქნება. აღნიშნული მოსაზრებით თუ ვიხელმძღვანელებთ, 75 მლნ. წლის განამარხებულ ნაშთებში, ცოცხალიც არაფერი უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ არის! საკითხავი ახლა ის არის, შეძლებენ თუ არა მკვლევარები დნმ-ის ფრაგმენტების აღდგენას? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორების პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ არსებობს დამატებითი მასალები, რომლებიც ექსპერიმენტის ახლიდან ჩატარების საშუალებას იძლევა. განმეორებითი კვლევა კი, როგორც ცნობილია, აქტუალობის მთავარი კრიტერიუმია!.. ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ კვლევის შედეგებს დაველოდოთ, – ვინ იმის მოლოდინში, რომ მეცნიერები დინოზავრების გაცოცხლებას ვერ შეძლებენ და ზოგი კი, პირიქით – რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და კაცობრიობას დინოზავრების ხილვის საშუალება მიეცემა. არხის სხვა სიახლეები:
1. პირამიდების შექმნის საიდუმლო ამოხსნილია – არქეოლოგებმა მშენებლობის მექანიზმი აღმოაჩინეს
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |