მსოფლიო ბერლუსკონის ვნებანი: ნახეთ, ვინ არის 83 წლის იტალიის ყოფილი პრემიერ - მინისტრის ახალი რჩეული 2020, 7 მარტი, 19:42 იტალიის ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, ასაკით კიდევ უფრო ახალგაზრდა მეგობარი გოგოს გამო, თავისზე 49 წლით ახალგაზრდა "ვნების ობიექტი" ისე მიატოვა ბევრი არც უფიქრია.დღესდღეობით, 83 წლის ყოფილი პრემიერ - მინისტრი საკუთარი პარტიის - "წინ იტალიას" წევრს 30 წლის მარტა ფაშინას ხვდება, რომელიც ასევე პარლამენტის წევრია. გოგონა მასთან საცხოვრებლად, აგარაკზე ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა, სანამ ის ურთიერთობას 34 წლის ფრანჩესკა პასკალესთან დაასრულებდა, რომელსაც მათ შორის არსებულ კავშირზე ეჭვიც კი არ ჰქონდა.ამა წლის დასაწყისში, პასკალე იტალიურ პრესას მთელი მონდომებით არწმუნებდა, რომ ხანდაზმული პოლიტიკოსის ახალი გატაცების შესახებ ჭორები საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდნ მისი თქმით, ფაშინა ვილაში მთელ ღამეებს მხოლოდ იმიტომ ატარებდა რომ სილვიოს თავის პარტიულ საქმიანობაში დახმარებოდა.მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა, ბერლუსკონისა და ფაშინას პარტიის მიღმა არსებული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, ფრანჩესკა სრულ საგონებელში ჩავარდა. "ის ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება, ვუსურვებ მას ბედნიერებას და იმედი მაქვს, იპოვის ისეთ ადამიანს, ვინც მასზე ისე იზრუნებს, როგორც მე"- განაცხადა ფრანჩესკა პასკალემ ერთ - ერთ ინტერვიუში.894 შეფასება არ არის |