x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას, საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს" - ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეზე

image


ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს უუნაროს უწოდებს, რომელმაც ვირუსისგან არა თუ ქვეყანა, არამედ საკუთარი შვილიც კი ვერ დაიცვა, მისი აზრით, მსგავსი შემთხვევა ამერიკაში რომ მომხდარიყო ამირან გამყრელიძეს თანამდებობაზე არავინ გააჩერებდა. შეგახსენებთ, რომ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, რომელიც სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მმართველი "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორია კორონავირუსი დაუდგინდა. სავარაუდოდ, მას აღნიშნული ინფექცია იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომლებისგან გადაედო, ნიკოლოზ გამყრელიძე მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში გადის: "ამირან გამყრელიძე - კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს", - ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულების, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული" - დაწერა "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა გვარამიას პათოსი მისი მეგობრების უმრავლესობამ ერთმნიშვნელოვნად არ გაიზიარა.



0
754
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
754