x
კიდევ ერთი სიყალბე თუ უბრალოდ ადამიანური გამოვლინება?!

imageგუშინ ჩვენი პრეზიდენტი კასპში ბრძანდებოდა, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მოინახულა და მის საფლავზე ატირებულა კიდევაც..ცრემლები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ დაღუპული ჯარისკაცის საფლავთან, რომ წამოგივა ცრემლები და თან რომ დაიმუქრები, მის სიცოცხლეს არავის შევარჩენო, გულის ამაჩუყებელია..გარდაცვლილი გელა თიგიშვილია. უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
გელა თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
დნმ-ის ანალიზით ამოცნობილი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს... მოკლედ თქვენ განსაზღვრეთ ეს მისი ძალიან ჰუმანური და ადამიანური პოზიცია იყო, თუ უბრალოდ წინასაარჩევნო პიარი.. ვიდეო ვერ გადმოვიწერე და ბოდიშს გიხდით, შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ ვიდეოც და უფრო ვრცელი ინფორმაციაც..


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/20192-qaravis-ar-shevarchen-mis-sicockhlesq-mikheil-saakashvilma-jariskacis-saflavze-itira.html

15
1147
6-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
1147
  
2012, 22 აგვისტო, 14:51
მეფეებს როდი მოაქვთ თავისუფლება...
2012, 18 აგვისტო, 15:58
ვიცი ვიცი :) ესენი პოლიტიკურად იყენებენ ამათ ტორე სულ პეხებზე კიდიათ ეგ... ჩვენი ბიჭები შეყარეს მანდ და თვითონ ისეთ ადგილას იმალებოდნენ რო ეშმაკიც ვერ მიაგნებდა
2012, 18 აგვისტო, 15:51
ამ ომში დაღუპული ყველა ქართველი ისედაც გმირია, ამის ცრემლების გარეშეც
2012, 18 აგვისტო, 15:17
ახლა გაახსენდა ეგ ხალხი ხო? :) მანამდე არ იყვნენ გმირები :) ახლა გახდნენ :)
2012, 9 აგვისტო, 21:53
ამაზე უბრალოდ გავიცინებ..
2012, 9 აგვისტო, 18:25
ვიფიქრე სააკაშვილის მჯერაო
2012, 9 აგვისტო, 18:23
ვისი რა...უბრალოდ ვიცი რომ პროფესიონალი მსახიობია..
2012, 9 აგვისტო, 18:22
ვისი გჯერა?
2012, 9 აგვისტო, 18:21
მე მჯერა.. და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც სჯერა.
2012, 9 აგვისტო, 16:27
ეს კაცი პროფესიონალი მსახიობია დამიჯერედ რა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10