ვარსკვლავები 6 ვარსკვლავი, რომლებიც სცენაზე და რეალურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებიან 2020, 6 მარტი, 17:36 ზოგიერთი შემსრულებლის სასცენო იმიჯი საკმაოდ ექსტრავაგანტული და ზოგჯერ გამომწვევია. ვარსკვლავები ხშირად თავიანთი კონცერტებისგან - აკრობატული ნომრების, ცეცხლოვანი ცეკვებისა თუ ეპატაჟური კოსტიუმების გამოყენებით ნამდვილ შოუებს დგამენ, თუმცა არ იფიქროთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეს სელებრითები ასევე სკანდალურად და გამომწვევად იქცეოდნენ. სინამდვილეში, ყველა ეს ვარსკვლავი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც დანარჩენი ყველა. მეტიც, გაგიკვირდებათ და, ზოგიერთი მათგანი მეტისმეტი მოკრძალებულობითაც კი გამოირჩევა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 6 ცნობილ ვარსკვლავს, რომელთა სასცენო იმიჯს რეალურ ცხოვრებასთან პრაქტიკულად საერთო არაფერი აქვს.ლედი გაგა"ეპატაჟის დედოფალი" თავისი უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით გულშემატკივრების და პრესის ყურადღებას თითქმის ყოველი გამოჩენისთანავე იპყრობს.თუმცა, ზოგჯერ თავად ლედი გაგასაც კი სურს თავისი თამამი კოსტიუმებისა და მკვეთრი მაკიაჟისგან დასვენება.მადონალეგენდარულმა პოპ - ვარსკლავმა მსოფლიო პოპულარობა არა მხოლოდ საკუთრი ნიჭის წყალობით, არამედ გამომწვევი და სკანდალური სასცენო იმიჯითაც მოიპოვა.ვარსკვლავი ინდი - სტილის ერთგული მიმდევარია და საკუთარ კანს განსაკუთრებულად უფრთხილდება, სცენის მიღმა მომღერლის მაკიაჟით ხილვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.კეტი პერი35 წლის ამერიკელი პოპ - ვარსკვლავის ერთ - ერთ სავიზიტო ბარათს მისი წარმოუდგენელი, ზღაპრული კოსტიუმები წარმოადგენს.ყოველდღიურ ცხოვრებაში კი კეტი უპირატესობას უფრო პრაქტიკულ სამოსს ანიჭებს და არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაკიაჟის გარეშე გამოჩენას ერიდება.კეშაცნობილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი კეშა კონცერტებზე სასცენო კოსტიუმებს ისეთი კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლის, რომ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი გაოცებასაც კი ვერ ასწრებს.ყოველდღიურ ცხოვრებაში კეშა როუზ სებერტი უპირატესობას პრაქტიკულ სამოსსა და "ქეჟუალ" სტილს ანიჭებს.ტილ ლინდემანიროგორც როკერების უმეტესობას ასევე გერმანული როკ - ჯგუფი "Rammstein" -ის ფრონტმენს გრანდიოზული შოუების მოწყობა და აუდიტორიის შოკში ჩაგდება განსაკუთრებულად ხიბლავს.თუმცა, სცენის მიღმა მუსიკოსი რიგითი ადამიანებისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება.მერილინ მენსონიფერმკრთალი კანი, წითელი ტუჩის საცხი, შეღებილი თვალები და ექსტრავაგანტული შავი კოსტიუმი - ეს სკანდალური არტისტის უცვლელი სასცენო იმიჯია.ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, ეპატაჟური მუსიკოსი ყურადღების მიქცევას რაც შეიძლება ნაკლებად ცდილობს და ჩაცმულობაშიც უპირატესობას უფრო პრაქტიკულ სტილს ანიჭებს.443 შეფასება არ არის |