საზოგადოებრივი ყოველწლიურად 87 000 ქალის სიცოცხლე ეწირება ძალადობას 2020, 5 მარტი, 15:04 ![]() გაეროს სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად საშუალოდ 90 000 ათასამდე ქალის სიცოცხლე ეწირება ქმრისგან, საყვარლისგან ან ნათესავისგან განხორციელებულ ძალადობას. ამასთანავე კრიზისული ცენტრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს რიცხვი არაზუსტია, რადგან ეს არ ასახავს "ოჯახის ღირსების დამცავ"მონაცემებს, როდესაც მამაკაცი კლავს ნათესავ ქალს, რომელმაც ოჯახი "შეარცხვინა". ასევე, ქალთა მკვლელობის 40 %-ის შემთხვევაში პოლიციის ჩანაწერებში მითითებულია როგორც „დაზიანებები გაურკვეველი განზრახვით“ და ესეც სტატისტიკაში არა არის ასახული, ასე, რომ რეალურად ყოველწლიურად ბევრად უფრო მეტი ქალის სიცოცხლე ეწირება ძალადობას. ჩვეულებრივ ფემიციდი განიხილება, როგორც ქალის მკვლელობა ნებისმიერი მოტივით.ამ მხრივ მიმდინარე საუკუნეში წამყვანი ქვეყნებია სალვადორი, იამაიკა, გვატემალა, სამხრეთ აფრიკა და რუსეთი. ამასთან, სალვადორსა და კოლუმბიაში, სადაც მკვლელობის მაჩვენებელი ძალზე მაღალია, ქალთა მკვლელობის მხოლოდ 3% მოდის მიმდინარე ან ყოფილ ინტიმურ პარტნიორზე, როდესაც კვიპროსში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში, პირიქითაა, ყოფილი და ამჟამინდელი პარტნიორები პასუხისმგებელნი არიან ქალთა მკვლელობის 80% -ზე. ![]() 33 4-ს მოსწონს
|