საზოგადოებრივი დაბინძურებულმა ჰაერმა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამცირა 2020, 4 მარტი, 10:58
გერმანელმა მეცნიერებმა მაქს პლანკის ქიმიური ინსტიტუტიდან ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 წლით შემცირდა.დასკვნა გამოქვეყნდა MedicalXspess-ში.
ამასთანავე წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევად ჰაერის დაბინძურების შედეგად.
მეცნიერების თქმით, მარტო ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გამოყოფილი ნამწვი, რომელიც ხვდება ადამიანის ორგანიზმში საშუალოდ ერთი წლით ამცირებს სიცოცხლეს.
დაბინძურებული ჰაერი 19-ჯერ მეტ ადამიანს კლავს ვიდრე მალარია, 9-ჯერ მეტს ვიდრე შიდსი და 3-ჯერ მეტს, ვიდრე ალკოჰოლი. სიკვდილიანობის 50%-იწვევს იშემიური დაავადებები, ინსულტი და ინფარქტი, მხოლოდ სიკვდილიანობის 6%-ია დაკავშირებული ფილტვის კიბოსთან. ყველაზე ცუდი სიტუაციია აზიაში, სადაც ჩინეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ შემცირდა 4, 1 წლით, ინდოეთში 3, 9 წლით, ხოლო პაკისტანში 3, 8 წლით. აფრიკაში შემცირდა 3, 1 წლით, რაც შეეხება ევროპას, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა რუმინეთში, ბულგარეთში და უნგრეთში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში.ა 142 2-ს მოსწონს
|