x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იმიჯი მთავარია!!! 14 წლის გოგონა, მამის თხოვნით, სტილისტთან მივიდა და ნახეთ აქედან რა გამოვიდა

არიან მეამბოხე მოზარდები, რომლებისთვისაც მიუღებელია ის წესები, რომლის დაცვას საზოგადოება და მშობლები ითხოვენ. ხოლო, საკუთარი დაუმორჩილებლობის დემონსტრირებას, გამომწვევი და ექსტრავაგანტური გარეგნობით ცდილობენ.

უფროს კლასებში, ასეთი მოზარდების ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა და ადეკვატური მშობლები, ბავშვის ასეთ ქცევას, სავსებით ნორმალურად იღებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვი გაიზრდება და ყველაფერი გაუვლის. თუმცა, ისეთებიც არია, რომ შვილების ქცევას ვერ ეგუებიან და მათ «გადაკეთებას» ცდილობენ...

ამ ისტორიის გმირები, სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნიან: მამას საერთოდ არ მოსწონდა, საკუთარი შვილის გარეგნობა და უფრო მეტიც, – ის, მისთვის, შოკისმომგვრელი იყო.


image


შოკისმომგვრელი გარეგნობა


ახალგაზრდა ქალბატონი თმას თეთრად იღებავდა. ხოლო, მაკიაჟისთვის, მხოლოდ მუქი ფერის კოსმეტიკას იყენებდა: მუქი იასამნისფერი ტუჩსაცხი და თვალის ჩრდილი, თვალის შავი ფანქარი და ლაინერი.

გარდა ამისა, არც მისი სამოსი «ასხივებდა» პოზიტივით – ყველაფერი შავი ეცვა. ხოლო, აქსესუარებიდან, ბოქლომის ფორმის «გულსაკიდით» (იქნებ ნამდვილი ბოქლომიც კი იყო), მასიური ძეწკვი, თუ ჯაჭვი ეკეთა. ხოლო, მის მიერ არჩეული სტილის ბოლო შტრიხს – ცხვირის პირსინგი წარმოადგენდა. მოკლედ, ისე გამოიყურებოდა, როგორც გოტი. მამა კი, უკმაყოფილო იყო, რადგან შვილი მეტისმეტად დიდ ყურადღებას იქცევდა და მას ამის ატანა არ შეეძლო.

რეალურად კი, გოგონას გარეგნობაში, საშინელი და შოკისმომგვრელი არაფერი იყო. სახის დაბანის და ცოტა «მხიარულად» ჩაცმის შემდეგ, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ «ურჩხული» ლამაზმანად ქცეულიყო...

სწორედ ამ მიზეზით, უფრო სწორედ, იმისთვის, რომ საკუთარი შვილისთვის, მისი სხვა სახე დაენახვებინა და ის იმიჯის შეცვლაზე დაეყოლიებინა, მამამ შვილი ტელევიზიაში წაიყვანა და გადაცემაში – Second Face (გადაცემაში მონაწილეებს, სტილისტთა ჯგუფი – ვარცხნილობას, ვიზაჟისტები – მაკიაჟს, დიზაინერები კი, – სამოსის სტილს ურჩევენ), მონაწილეობის მიღება აიძულა.


image


თავად გოგონას, გადაცემაში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონდა. რადგან, საკუთარ გარეგნობაში, ყველაფერი მოსწონდა. თუმცა, მამის სურვილის წინააღმდეგ წასვლა მაინც ვერ გაბედა, რადგან მან ქალიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ თუ გარეგნობას არ შეიცვლიდა, მასზე უარს იტყოდა.

გადაცემის სტილისტებმა და მაყურებლებმაც აღნიშნეს, რომ გოგონას, მართლაც რომ, «მეტისმეტი მოუვიდა». თუმცა, იქვე დაამატეს, რომ მამას შვილის გრძნობები უფრო უნდა აღელვებდეს, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობენ მის შესახებ ირგვლივმყოფები.


image


ახალი იმიჯი


სტილისტებმა გოგონას ახალი ვარცხნილობა შეურჩიეს და თმა ღია ყავისფრად შეუღებეს. ხოლო, ვიზაჟისტებმა და დიზაინერებმა, კოსმეტიკის მუქი ფერები – ვარდისფერით ჩაანაცვლეს და მისთვის შესაფერისი სამოსი ჩააცვეს.

მამამ, საგრიმიოროდან გამოსული შვილის დანახვის შემდეგ, უსაზღვროდ ბედნიერი იყო. როგორც იქნა, მისი შვილი ისე გამოიყურებოდა, როგორც მისი ასაკის, ყველა ნორმალური მოზარდი! ის შვილს მოეხვია და სთხოვა, რომ ყოველთვის ასეთი ყოფილიყო.

რაც შეეხება თავად გოგონას, მას ახალი იმიჯი არ მოეწონა და აღიარა, რომ ასეთი გარეგნობის გამო, საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. მეცნიერებმა ჩაის 7 მავნე თვისება დაასახელეს
2. «არც ქმრისთვის მიღალატია და ციხეშიც უდანაშაულოდ ვიჯექი...» – სოფი ლორენი წარსულზე ალაპარაკდა
3. ტესტი: «აირჩიე ტბა და შეიცანი სული შენი»... (+ რეკომენდაციები)
4. «ცოცხალი» მიცვალებულები

5. ვირუსები და ბაქტერიები – რა ვიცით მათ შესახებ და როგორ დავიცვათ დაავადებისგან თავი

6. დედა ნახე, მამა ნახე... – როგორ დავადგინოთ მომავალი შვილის გარეგნობა წინასწარ

0
1099
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0