სხვა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად 2020, 2 მარტი, 17:40 სექტემბერში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პირველად ისტორიაში, პოტენციურად სასიცოცხლო პლანეტაზე აღმოაჩინეს წყლის ორთქლი. პლანეტა, სახელად K2-18b სუპერდედამიწის ტიპისაა და გარს უვლის ჩვენგან 110 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. K2-18b ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ეგზოპლანეტაა, ანუ მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა, რომლის ატმოსფეროშიც წყლის ორთქლია, ტემპერატურა კი ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნებისთვის საჭირო დიაპაზონში მერყეობს. 302 1-ს მოსწონს
|