დიეტოლოგია როგორ დავიკლოთ ერთ კვირაში 3 კილო - გამოცდილი ხერხი 2020, 2 მარტი, 17:21 პირველ რიგში, საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ და ზედმეტი 3 კილო არასდოს არ არის დიდი პრობლემა. გახსოვდეთ - იმისათვის, რომ დაიკლოთ, არ არის საჭირო მკაცრი დიეტა და შიმშილობა, პირიქით, სწორად უნდა იკვებოთ.
რა უნდა გააკეთოთ? 1. გამორიცხეთ შაქარი 2. ეცადეთ შეამციროთ მარილი 3. ყავა დალიეთ სადილამდე და საუზმიდან 30 წუთის შემდეგ. რა უნდა მიირთვათ ყოველდიურად? 1. გახეხილი სტაფილო ან მისი წვენი 2. სალათის ფურცლები 3. კიტრი და პომინდორი 4. მოხარშული კვერცხი 5. სპინატი 6. ბროკოლი 7. კომბოსტო 8. ხილიდან სასურველია - ფორთოხალი, ვაშლი, ანანასი და კივი 9. ყოველთვის მიირთვით მწვანე ჩაი დილით - შეგიძლიათ ომლეტი გაიკეთოთ, მაგრამ ნუ გამოიყენებთ ზეთს, იყიდეთ მდნარი ყველი, დადეთ ტაფაზე, შემდეგ დაასხით ათქვეფილი კვერცხი - შეგიძლიათ შეურიოთ ზემოთ აღნიშნული ბოსტნეულები გემოვნებით და მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ოხრახუში, რადგან დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში და ზოგადად, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. თუ პურის გარეშე არ შეგიძლიათ, მიაშველეთ ორცხობილა, მაგრამ თითო ჭამაზე არ არის რეკომენდებული ორ ნაჭერზე მეტი. შუადღეს - ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სალათა ანდა ყველა ერთად და მიირთვათ მოხარშულ კვერცხთან ერთად. საღამოს - ისევ აღნიშნული პროდუქტებიდან მოამზადეთ სალათა, შეგიძლიათ მოხარშოთ ბროკოლი და კომბოსტო, მაგრამ მოხარშული კვერცხის გარეშე, ჯობს მიირთვათ ხილი ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ. არ მიიღოთ რაიმე სითხე კვების პროცესში და კვების შემდეგ. სჯობს, კვებამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ და ასევე კვებიდან ნახევარი საათის შემდეგ. ასეთი რეჟიმით კვების დაწყებიდან პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში იგრძნობთ ცვლილებას - დაიწყებთ უფრო ხშირად სიარულს ტუალეტში და თქვენი საჭმლისმომნელებელი სისტემა გაუმჯობესდება - იგრძნობთ სიმსუბუქეს და მოგეხსნებათ დაძბულობა, თუმცა შესაძლებელია გაგიჩნდეთ მუდმივი შიმშილის გრძნობა ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორგანიზმზე, ამიტომ გირჩევთ - მიიღოთ ბევრი სითხე და ბევრი ხილი. 687 1-ს მოსწონს
|