x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა ისტერიკაა ატეხილი. საკუთარ რწმენაში რომ დავტოვოთ ადამიანები და მორალი არ ვუკითხოთ, არა?" - ნახეთ, რამ გააღიზიანა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და "ტვ პირველის" გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ახალი კორონავირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა: "მორწმუნე ადამიანს არ აშინებს, საერთო კოვზით აზიარებენ თუ ერთჯერადით, რა ისტერიკაა ატეხილი. აქამდე უამრავი ვირუსი არსებობდა ამ პლანეტაზე და რწმენით მიღებული ზიარებისას, საერთო კოვზის პრობლემა არ დამდგარა, საკუთარ რწმენაში რომ დავტოვოთ ადამიანები და მორალი არ ვუკითხოთ, არა?" - დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაციაც, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, თუმცა ეს ინფორმაცია რუმინეთის მხარემ არ დაადასტურა.






0
747
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
747