შოუბიზნესი დათო აბულაძე: - უკრაინაში, 300 მეტრის სიღრმეზე, შახტაში დაკრული მუსიკა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2020, 1 მარტი, 20:18 დათო აბულაძე: - უკრაინაში, 300 მეტრის სიღრმეზე, შახტაში დაკრული მუსიკა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო
- დავით, საწყის ეტაპზე მოდი ჩვენს მკითხველს შენი მუსიკალური კარიერის შესახებ მოუყევი, როგორ ვითარდებოდი როგორც მუსიკოსი? და ვინაიდან დღეს შენ უკვე აშშ-ში ახალი მუსიკალური მწვერვალების დასაპყრობად შეუდექი გზას, საინტერესოა რა ბეგრაუნდი გაქვს დაგროვილი უკვე შენს კარიერაში აქ, საქართველოში? - კარიერა არ ვიცი, მაგრამ მუსიკა რაც თავი მახსობს ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელია. სანამ ლაპარაკს დავიწყებდი მანამდე რაღაც მელოდიებს უსტვენდი და დასარტყამ ინსტრუმენტად ვაქცევდი ნებისმიერ ნივთს თუ სათამაშოს (ეღიმება) 2 წლის უკვე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ივერიას“ „ჩხიკვთა ქორწილის„ მიუზიკლში მაცეკვეს რამდენჯერმე. სწორედ მანდ შევეხე პირველად ნამდვილ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. 8 წლის ვიყავი ანსამლ „ჩიორაში“, მაგრამ არა დასარტყამზე, ვმღეროდი და იქაც რაღაცას ვცეკვავდი :) სხვათა შორის ალეკო ბერძენიშვილთან (ბასი, ვოკალი) ერთად. 32 წლის მერე ჩავწერეთ, დათო ევგენიძის საბავშვო „ევროვიზიის“ საკონკურსო სიმღერა :) 13 წლის რომ გავხდი მშობლებმა დრამი დამიდგეს სახლში და მეგობრებთან ერთად ბენდის შექმნის და დაკვრის მეტი არაფერი მაინტერესებდა. თუმცა პარალელურად დავდიოდი კარატეზე, ფრანგულზე, ცურვაზე და სკოლაშიც. 14 წლისამ დავიწყე დაკვრა ჯგუფ „კონტრაბანდაში“, პანკ-როკი და როკ ენ როლი, რამოდენიმე ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა და სოლო კონცერტიც გავმართეთ რესპუბლიკის მოედნის ქვეშ. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები მუდმივად ვარჩევდით სხვადასხვა ჯგუფის კომპოზიციებს და ჩვენც ვწერდით რაღაცეებს, ძირითადად ინსტრუმენტალურ მუსიკას. ვუკრავდი ძალიან ბევრ ქართულ ჯგუფში და პროექტებში, ნიკოლოზ რაჭველი, „ზუმბა“, გულიკო ჭანტურია, თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, დათო ევგენიძე, ნათია დიხტიარი, რეზო კიკნაძე, მაია ბარათაშვილი და სხვა უამრავ ნიჭიერ და ძლიერ მუსიკოსებთან თუ მომღერლებთან ერთად სხვადასხვა ჟანრის პროექტებში. ამ სტილისტურმა მრავალფეროვნებამ მომცა ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი. ჩემი ოჯახი მაქსიმალურად მეხმარებოდა თავისუფლებად მუსიკით დაკავებაში, რადგანაც თვითონაც ყველა მუსიკოსები არიან. :) - 2004 წელს დავიწყე ნინო ქათამაძესთან და „ინსაითთან“ ერთად დაკვრა. უდიდესი გავლენა იქონია ჩემს მუსიკალურ განვითარებაზე და გამოცდილების გაზრდაზე. 15 წელიწადი ვუკრავდით ერთად, უამრავ საერთაშორისო ფესტივალზე თუ კონცერტზე. შვეიცარია, აშშ, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ყაზახეთი, ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მონტენეგრო, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ეგვიპტე, ფილიპინები, მოკლედ 1000 ზე მეტი კონცერტი (თუ რამე არ გამომრჩა) მაქვს დაკრული მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად. მიღებული მაქვს მონაწილეობა 15-ზე მეტ ალბომის ჩაწერასა და არანჟირებაში, ვარ სხვადასხვა კომპოზიციებისა და სიმღერის ტექსტის ავტორი. რამოდენიმე ქალაქში ჩატარებული მაქვს დასარტყამზე აკომპანირების მასტერკლასი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საუნდტრეკის შექმნაში, (ვარ რამოდენიმე ორიგინალური საუნტრეკის ავტორი). - ამდენ კონცერტებს შორის რთულია ალბათ, რომელიმე გამოყო, მაგრამ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი თუ გახსენდება მათ შორის? - ბევრი განსაკუთრებული კონცერტი დამამახსოვრდა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი უკრაინაში მარილის შახტში ავსტრიელების მიერ ჩატარებულ ფესტივალს. ნინო ქათამაძის და „ინსაითის“ კონცერტი უკრაინული კლასიკური ორეკსტრის თანხლებით გაიმართა მიწის ქვეშ, 288 მეტრის სიღრმეზე :) - დავით, ვინ არიან შენთის ყველაზე ღირებული ქართველი მუსიკოსები? - ძალიან გამიჭირდება ყველაზე ღირებული ქართველი მუსიკოსის დასახელება. უამრავი უნიჭიერესი მუსიკოსია ქართველი, თანამედროვე თუ წინა თაობების ვინც ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. გამოვყოფდი რათქმაუნდა მამაჩემის - დავით აბულაძის წვლილს და ჩემი უმაგრესი მუსიკოსი ბიძების ნუგზარ და ალექსანდრე კვაშალის დამსახურებას! - შენუ ქართულისადმი დამოკიდებულება? - ქართული მუსიკის საერთოდ, უდიდესი მადლობელი ვარ ისევე როგორც მთელი მსოფლიოა მადლობელი, ვისაც ჰქონია ბედნიერება გაცნობოდა ქართული სიმღერისა თუ მუსიკის შეუდარებელ მრავალფეროვნებას და რიტმულ თუ ჰარმონიულ სიღრმეებს! რაც შეეხება თანამედროვე ქართულ მუსიკას, არაფერს დავიშურებ თუ კი მის განვითარებაში რაიმე პატარა წვლილს მაინც შევიტან! ნებისმიერ ჟანრს თუ მიმდინარეობას ვცემ პატივს და ვარ ნებიმიერი ქართველი მუსიკოსის დაუღლელი ქომაგი :) მთელი ჩემი ცხოვრების ნებისმიერი პერიოდი თუ მდგომარეობა მუსიკით არის გამძაფრებული და გალამაზებული. უმუსიკოდ ერთ დღეს არ გაუვლია! და ვერც გაივლის :) - და ბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები? - წინასწარ გეგმებს ვერ გეტყვით ბოლომდე :) მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ვმუშაობ აშშ-ში მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ახალი სიტყვის სათქმელად! რა გამოვა ერთად ვნახავთ! და მოვისმენთ :) მოამზადა თეა ყიფშიძემ 46 1-ს მოსწონს
|