მუსიკა გენიალური მუსიკა: Dancehall. 2012, 8 აგვისტო, 1:03 ამ სტატიაში მინდა გიამბოთ ძალიან ენერგიული, ლამაზ, თანამედროვე და სიცოცხლით სავსე მუსიკალურ მიმდინარეობაზე, ესაა Dancehall. ალბათ ზოგ თქვენგანს სმენია მის შესახებ რამე, რადგან ამ ბოლო დროს რამდენიმე კლუბში მოეწყო Dancehall საღამოები, მაგრამ ეს უბრალოდ მოყვარულის დონესაც ვერ სწვდებოდა, რადგანა ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა არც ისე ფართოდააა შემოსული და ამ მიმდინარეობის ნამდვილი "მამაები" ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა.
მე პირადად არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მუსიკას არ აუცეკვებია და გაუმხიარულებია. ამ მუსიკიდან მოდის უსაზღვრო ენერგია, ცეკვის სურვილი და ბედნიერება . ეს მუსიკა განკუთვნილია ნორმალური ადამიანებისთვის (მე ასე ვთვლი), აქ უარს უცხადებენ ჰომოსექსუალებს, სოციალურ პრობლემებს და ცდილობენ გამოხატონ თავიანთი აზრი მუსიკის სახით. მუსიკა კი მოგეხსენებათ, აზრის გამოხატვის საუკეთესო საშუალებააა. ამ კულტურის წარმომადგენლები ცდილობენ გამოირჩეოდნენ ყველასგან, ჩაცმულობითა თუ თავისი შესრულების სტილით, რაც გამოწვეულია პოპულარობის მოპოვების სურვილით. ბევრი იამაიკის და რასტაფარების გაგონებაზე ალბათ იფიქრებთ მოსაწევზე და სხვა მსგავს რამეზე, მაგრამ დამერწმუნეთ ეს მუსიკა სრულიად განსხვავებულ რამეს ემსახურება და თუ ბოლომდე წაიკითხავთ სტატიას ამაში თქვენც დარწმუნდებით.
Dancehall-ის ფესვები არის იამაიკაზე, სწორედ აქ ჩაისახა ეს გენიალური მიმდინარეობა, 1970 იან წლებში. 1980იანებიდან კი, ციფული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მუსიკის უფრო სწრაფი რითმებით შევსება. 1990იან წლებში ამ მუსიკის განვითარება უკავშირდება ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს როგორებიც არიან Sizzla და Capleton.
ამ მიმდინარეობას მსოფლიოს სხვადასხვა, საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ მისი შინაარსის გამო, რომელიც ხშირად შეიცავს ძალადობას და ანტი ჰომოსექსუალურ გამონათქვამებს, მაგრამ ვინც ჩაუღრმავდება ამ სიმღერების აზრს მიხვდება, რომ მარტო ძალადობა და ანტიჰომოფობიური გამოსვლები არ არის მასში.
Dancehall, ეს სახელი ამ მიმდინარეობას დაერქვა მისი გავრცელების ადგილებიდან გამომდინარე. მას 1940იან წლებში უსმენდნენ იამაიკის ცენტრალურ ნაწიში, კინგსტონში, მუსიკალურ კლუბებში. ეს მუსიკა იყო, ხალხისთვის რომელიც "დაბალ" ფენას წარმოადგენდა. ამ მუსიკის საშუალებით ისინი თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ, მღეოდნენ სოციალურ პრობლემებზე, ძალადობაზე და ა.შ. ეს მუსიკა უფრო ძლიერად ფეხს იკიდებს 1960იან წლებში, როდესაც Sugar Minott -მა მოინდომა, ძველი მუსიკალური ცანაწერრების განახლება და სტუდიაში გააჟღერა ისინი. იქვე მუშაობდა პრდუსერი Don Mais რომელიც ასევე აცოცხლებდა ძველ მელოდებს. 1980იანი წლებიდან ტექნიკი განვითარებამ და ისეთი სისტემების გამოჩენამ, როგორებიც იყო Killimanjaro, Black Scorpio, Gemini Disco, Virgo Hi-Fi, Volcano Hi-Power and Aces, გზა გაუხსნეს მუსიკოსებს უფრო დიდი მიხწევებისკენ, წამოვიდა DJ-ის ახალი თაობა, ისეთები როგორებიც არიან Captain Sinbad, Ranking Joe, Clint Eastwood, Lone Ranger, Josey Wales, Charlie Chaplin, General Echo and Yellowman. Junjo Lawes-მა 1981 წელს პრდუსირება გაუწია ახალი ალბმის გამოშვებას, A Whole New Generation of DJs. DJ-ებმა დაიწყეს მუშაობა მუსიკოსებთან და ტარდებოდა underground შეჯიბრებებიც, ასეთი კონკურენცია ხშირად ძალადობის პროვოცირებასაც კი იწვევდა. ამ მუსიკის ორი უდიდესი DJ გახლავთ Yellowman და Eek-a-Mouse, მათ ძალადობის თემას არჩიეს იუმორისტული თემები. Yellowman იყო, ამ მიმდინარეობის პირველი წარმომადგენელი რომელმაც ამერიკის, ხმის ჩმაწერ სტუდიასთან გააფორმა ხელშეკრულება, მან თიქთმის იგივე პოპულარობა მოიპოვა, როგორიც ბობ მარლიმ. მალე Dancehall-ში გამოჩნდნენ ქალი შემსრულებლებიც, ისეთები როგორებიც არიან Sister Charmaine, Lady G, Lady Junie, Junie Ranks, Lady Saw, Sister Nancy and Shelly Thunder. ამ მიმდინარეობის განვითარებამ წარმოშვა პროდუსერების ახალი ტაობაც; Junjo Lawes, Linval Thompson, Gussie Clarke and Jah Thomas. 1992 წელს საერთაშორისო ორგანიზაციები დაუპირისპირდნენ Dancehall-ის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელს Banton-ს. რისი მიზეზიც მის ტექსტებში ასახული კინგსტონის რეალობა და ჰომოსექსუალებისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება იქცა. იგი გამოეხმაურა ორი Dancehall DJ-ის Pan Head and Dirtsman გარდაცვალებას, რამაც საფუძველი დაუდო ამ მიმდინარეობაში ისევე ძალადობის დაბრუნებას, რამაც გამოიწვია Dancehall-ისა და რასტაფარების ჩამოშორება. დღეისათვის კი, ახალი თაობის წარმომადგენლები ცდილობენ დაუბრუნდნენ ძველ ფესვებს ამ მუსიკისას, რეგგაეს. აქ კი გამოირჩევიან : Garnett Silk, Rocker T, Tony Rebel, Sanchez, Luciano, Anthony B and Sizzla. Buju Banton და Capleton, ამ მიმდინარეობის გამორჩეული წარმომადგენლები ცდილობენ უფრო მეტი აზრი ჩადონ ამ მუსიკაში. რეგაგე შერწყმა, ესაა რეგგაეს და Dancehall მუსიკის შერწყმა სხვა ჟანრის მუსიკასთან. ეს პოპულარული გახდა უფრო 90იან წლებში . ასევე ამ ტერმინს იყენებენ იმ მომღელების მიმართ რომლებიცხშირად იცვლიან ჟანრს, ძირითადად მერყეობენ Dancehall-ს, rap-სა და R&B-ის შორის. ზემოთ ავღნიშნე, რომ ეს მიმდინარეობა გამოირჩევა ანტიჰომოსექსუალური ტექსტებით. ეს დაიწყო მას შემდეგ რაც Buju Banton-მა ჩაწერა სიმღერა "Boom Bye Bye" ადრეულ 1990-ში. სწორედ აქედან დაიწყეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ მუსიკის კრიტიკა. იყო შემთხვევები, როდესაც ანტი-გეი ტექსტის მქონე მომღერლების კონცერტები გადაუდიათ. ბევრ შემსრულებელზე ხორციელდებოდა ძიება, იმ მიზეზით, რომ ისინი მოუწოდებდნენ საზოგადოებას ჰომოსექსუალიტებზე ძალადობისკენ. 2003 წელს ბრიტანეთში გაიცა და აღსრულდა ბრძანება Elephant Man-ის დააკავების შესახებ, რადგან იგი ტექსტებში ხალხს გეების დახოცვისკენ მოუწოდებდა. ბევრი შემსრულებელი ასეთ მოპყრობას, სიტყვის თავისუფლების შესზღუდვად აფასებდა. დღეისათვის ბევრი შემსრულებელი აღარ გამოდის ანტი-გაი ტექსტებით ამერიკასა და ევოპაში, მაგრამ ისეთი მომღერლები, როგორიც არის Capleton არ წყვეტენ ასეთი ტექსტებით გამოსვლას, რის გამოც მათი კონცერტები აკრძალულია. Donna P ამბობს რომ ასეთი ტექსტები გამოწვეულია იმ კულტურით რომელსაც ისინი სცემენ პატივს და რომელსაც ემსახურებიან . ისინი ქრისტიანებათ ითვლებიან და ეწინააღმდეგებიან ისეთ ფაქტებს როგორიცაა ჰომოსექსუალები და ცდილობენ დაიცვან ჰეტეროსექსუალების უფლებები. ამ კულტურის წარმომადგენლები თანამედროვეობის მიუხედავად, ნამდვილ მამაკაცს ხედავენ როგოც მაჩოს, ჰომოსექსუალებს კი უბედურ და განუვითარებელ არსებებად თვლიან . მუსიკის ეს მიმდინარეობა ბევრი ქვეყნის მთავრობამ არაკორექტულად ცნო და აკრძალა, მაგრამ ის მაინც ყვავის იამაიკაზე და დღეისათვის მთელ მსოფლიოსაც იპყრობს. ამ მუსიკას გააჩნია თავისი საცეკვაო მოძრაობები, რომელბიც სხვადასხვა ვიდეოებში გექნებათ ნანახი. მათგან ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩევიან "Like Glue", "Pon de floor", "Tek Weh Yuhself", "Whine Up" "Boosie Bounce", "Drive By", "Shovel It", "To Di World", "Dutty Wine", "Sweep" და "Daggering". ეს მოძრაობები საცეკვაო მოედანზე ცეკვას, ერთ დიდ სპექტაკლად აქცევს. საბედნიეროდ საქართველოშიც აღწევს ეს კულტურა ნელ-ნელა, როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. იმედია მალე მოიკიდებს ის ფეხს და კლუბებში სტუმრობაც უფრო სასიამოვნო გახდება . საქართველოში, ერთ-ერთი პირველი DJ ვინ ეს მუსიკა კლუბებში ააჟღერა იყო DJ Grotask, ამ მუსიკის მსგავსად მუსიკა ეს ნიჭიერი ადამიანიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ქართულ კლუბურ "ესტრადაზე" და დღითიდღე უფრო მეტს აღწევს. შეიძლება ითქვას, რომ მან და მისმა მეგობრებმა შემოიტანეს ეს მიმდინარეობა საქართველოში, რისთვისაც მე პირადად მათ დიდ მადლობას ვუხდი და ვიმედოვნებ მალე თქვენც დააფასებთ მათ შრომას. დღეისათვის ამ მიმდინარეობის საუკეთესო წარმომადგენლები არიან sizzla, elephant man, buju man, vybz kartel, beenie man, collie buddz, mavado, alborosie, Capleton, admiral T, aidonia, bounty killer, Brick & Lace, Busy Signal, sean paul, Damien marley, diana king, kalashnikov, king yellow mellow, yellow man, Mr. Vegas, shaggy, spragga benz, Million Stylez, Tony Matterhorn, Lady saw, RDX, baby cham, Konshens, Demarco, Mellow Mood, Julian marley, Protoje, Ky-Mani Marley, stephen marley, soja, booba, Daly, E.sy Kennenga, Misié Sadik, Riddla, Sael, Brasco, Mali, Negus, Kaf Malbar, Maylan, რა თქმა უნდა ეს სრული სია არ არის, იმ მომღერლებისა ვინც ამ მიმდინარეობას წარმოადგენს, მაგრამ აქ, მათ შროის ყველაზე პოპულარულები ჩამოვწერე, მოუსმინეთ და დატკბით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და ვიმედოვნებ რომ ეს სტატია მოგეწონათ. Dancehall 2012 SAEA Banyana - Elephant Man (Swagga and Gal Bruk) სხვა კლიპებს ჩემს ვიდეოებში დავდებ და იმედია მოგეწონებათ. 323 10-ს მოსწონს
|