მუსიკა LAshaKicks-ის სასწაული . 2012, 23 დეკემბერი, 18:39
ახლა კი გუშინდელ საღამოს დავუბრუნდეთ. LAshaKicks-მა ქართველ მსმენელს აჩუქა ძალიან ლამაზი, ენერგიული და თბილი საღამო აჩუქა. მას შოუს მოწყობაში ხელს უწყობდნენ მოცეკვავეთა ჯგუფლი THE M.E.S.S და MC SAMORY, რომელსაც წინა დღით 21 დეკემბერს ალბომის პრეზენტაცია ჰქონდა. LAshaKicks-მა მოახერხა და ხალხი ბოლომდე აიყოლია, თითოეული მსმენელი უდიდესი ენერგიით აავსო და არ მისცა საშუალება, რომ თუნდაც წამით გაჩერებულიყვნენ. საიმართლე, რომ ვთქვა LAshaKicks-ის ნიჭში და მონდომებაში ეჭვი არ მეპარებოდა, არც მეპარება და არც შემეპარება, მაგრამ ასეთ საღამოს ნამდვილად არ მოველოდი, როგორც მის სამეგობრო წრეში ამბობენ "он там все забомбил...".იმედი მაქვს, რ ომ ასეთი საღამოები სულ უფრო და უფრო ხშირად იქნება. Night office-ს კი მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოებისთვის, რომლებიც მან ბოლო პერიოდებში შემოგვთავაზა. Night office-ის ხელმძღვანელობა ძალიან დიდ დახამრებას უწევს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ გამოიჩინონ თავი და საზაოგადოებას გააცნონ თავიანთი შემოქმედება, რაც დღეისათვის არც ისე ხშირია და ამის გამო მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოვუხადო ამ კლუბის წარმომადგენლობას. LAshaKicks სამწუხაროდ მისი მეგობრებისთვის და ჩემთვისაც (თამამად შემიძლია მის მეგობრად მოვიხსენიო თავი), 28 დეკემბერს მიემართება ბუდაპეშტში, სადაც 31 საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. ვუსურვოთ მას წარმატება და წინსვლა, მისი წარმატება ხომ საქართველოსთვისაც კარგია, იმედია მას მალევე ვიხილავთ ქართულ სცენაზე, მაგრამ მანამდე მას მსოფლიოს დაპყრობა ელის. 196 6-ს მოსწონს
|