რელიგია ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა: რომის პაპი კორონავირუსითაა ავად 2020, 1 მარტი, 16:38 ვატიკანის წარმომადგენლებმა თავიანთ განცხადებაში (29.02.2020) დაადასტურეს, რომ რომის პაპს ფრანცისკს და მის ორ თანაშემწეს დადებითი შედეგი აქვთ ახალ კორონავირუსზე წერს - MCM News.ისინი მოთავსებულნი იქნენ კარანტინზე და მიიღეს სამედიცინო დახმარება. სამი ახალი შემთხვევა შედის იმ 400 შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია იტალიაში ერთი კვირის განმავლობაში. რომის პაპმა სასულიერო პირებთან ერთად გამოტოვა რომში დაგეგმილი მესა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები გამოავლინა. მანამდე, ვატიკანი ამბობდა, რომ 83 წლის პონტიფიკს მხოლოდ მცირედი სისუსტე ჰქონდა და შესაძლებელი იყო გამოეტოვებია დღის დაგეგმილი შეხვედრები. პაპი და მისი თანაშემწეები კარანტინზე მოათავსეს და მიიღეს სამედიცინო დახმარება სანტა-მარტისთან ახლოს. (ოთხშაბათის მესის დროს იქნა შემჩნეული პაპის ხველება და სურდო.) „კიდევ ერთხელ მსურს თანადგომა გამოვუხატო მათ, ვინც კორონავირუსითაა ავად და იმ მედიცინის მუშაკებს, რომლებიც მათ უვლიან“, - წინა დღით განაცხადა მან.რომის პაპის დაავადება მოხდა კორონავირუსის შტამის გავრცელებისას, რაც ასევე Covid-19-ის სახელითაა ცნობილი. იტალიაში 400 ადამიანია დაავადებული და თითქმის ყველა მათგანი იტალიის ჩრდილოეთში.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია რომის პაპის კორონავირუსით დაავადებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. "ვატიკანის რადიოს" უკრაინულმა რედაქციამ განაცხადა, რომ 29 თებერვალს პაპა ფრანცისკმა, მიუხედავად სისუსტისა, "წმინდა მართას სახლში" მიიღო უწმინდესი სვიატოსლავ შევჩუკი.როგორც ვატიკანის პრეს-ცენტრის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა, უწმინდესმა მესის მსახურებაც ჩაატარა და დაგეგმილი შეხვედრებიც "წმინდა მართას სახლში". მაგრამ, მსუბუქი სისუსტის გამო გადაიდო შეხვედრა "ბიოეთიკის საერთაშორისო ჯგუფთან", ასევე "ქრისტეს ლეგიონის" ორდენის გენერალური კაპიტულის მონაწილეებთან და მონაზონი ქალების გენერალურ ასამბლეასთან.
https://www.dialog.ua/world/202267_1582999315?utm_campaign=%D0%94%D0%B8%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B3.UA&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork იხილეთ ასევე:
452 4-ს მოსწონს
|