![image](/uploads/article_images/small/80131344369732.jpg)
სოციალურ ქსელებში უკვე შეიძლება იხილოთ ამ ფილმის პირველი ტრეილერი. ფილმი შექმნილია "ქარიშხლის მბრძანებლების" შემქმნელებისგან და მას "უსახელო პროექტი ბენ-ლადენის მკვლელობაზე" ჰქვია. ფილმზე მუშაობას თან ახლდა მრავალი პოლიტიკური სკანდალი, რადგან არჩეულ იქნა ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური თემა - ბენ-ლადენის მკვლელობა.
ფილმში მთავარ როლებზე მოწვეულ იქნა ჯესიკა ჩესტეინი, ჯენიფერ ელი, მარკ სთრონგი და სხვები. მთავარი გმირის როლში ჩვენ ვიხილავთ ბრიტანელ მსახიობ რიკი სექსონას, რომელიც გარეგნულად საკმაოდ ჰგავს ცნობილ ტერორისტს. სამხედრო დრამა "ქარიშხლის მბრძანებლებისგან" განსხვავებით ფილმში ქალების როლებიც იქნება.
კადრები ფილმიდან "ქარიშხლის მბრძანებლები"
![image](/uploads/article_images/small/80131344370190.jpg)
ფილმზე მუშაობა დაიწყო მანამ სანამ ბენ-ლადენს მოკლავდნენ. ამასთან დაკავშირებით გაჩაღდა პოლიტიკური სკანდალი, ფილმის რეჟისორ კეტრინ ბიგელოუს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ფლობდს აშშ-ის ზესაიდუმლო ინფორმაციას.
![image](/uploads/article_images/small/80131344370459.jpg)
ფილმის ეკრანებზე გამოშვება სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ის კინოთეადრებში 2012 წლის დეკემბერში გამოჩნდება.